Tuesday, August 24, 2010

პრესრელიზი


20 აგვისტოს საინფორმაციო საგენტობის მიერ გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის_ ნინო კალანდაძის განაცხადება რომ  საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციული ურთიერთობების შესახებ ტექნიკური საკითხები უკვე გახმოვანებულია, დანარჩენი კი დიპლომატიური მოლაპარაკებების საგანია“.
 აბსოლიტურად გაურკვეველია რა იგულისხმება ტექნიკურ საკითხებში. რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურად პრინციპის დონეზე მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მისი რეალიზებისათვის მიმდინარეობს მუშაობა საგარეო საქმეთა უწყებაში.
            ამგვარი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ისეთი ფუნდამენტური საკითხისადმი, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეიძლება აღმოვჩნდეთ ხვალ, უპრეცენდენტოა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრაქტიკისთვისაც კი.
            ან მთავრობას საერთოდ არ წარმოუდგენია რას ნიშნავს დამოუკიდებელი ქვეყნის კონფედერაციაში გაერთიანება, ან მიაჩნია, რომ  _ თუ რომელ ქვეყანაში იცხოვრებენ, არ ეხება ქვეყნის მოქალაქეებს.
ხაზგასასმელია, რომ ამგვარ უპასუხისმგებლო განცხადებებს შეუძლია სერიოზულად გააუარესოს ვითარება ისედაც რთულ და არასტაბილურ რეგიონში.
საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყივნებლივ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და განზრახვებს.
მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, გამოიჩინოს სიფხიზლე რათა ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოჩნდეს სულ სხვა სახელმწოფოს მოქალაქე.


24/08/2010

No comments:

Post a Comment