Wednesday, August 18, 2010

სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის

რომელი ქვეყნები იმართება დღეს მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაციების ან კოალიციების მიერ?

ავსტრალია, ანდორა, ავსტრია, ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბრაზილია,  ისლანდია, საბერძნეთი, ჩილე, კოსტა-რიკა,  ერბია, ხორვატია, სლოვენია, ეპანეთი, სამხრეთ აფრიკა, ესტონეთი, რუმინეთი და სხვ.

ევროპული ქვეყნების უმეტესობაში პრაქტიკულად რეალიზებულია სოციალ-დემოკრატიის ძირითადი პრინციპები.

პირველი სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაციები შეიქმნა მე-19 საუკუნეში გერმანიაში, დიდ ბრიტანათში, საფრანგეთში, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში.

რა სხვაობაა ლიბერალიზმსა და სოციალ- დემოკრატიას შორის?

თანამედროვე ლიბერალიზმი და ნეოლიბერალიზმი აღიარებს ბაზრის სრულ ავისუფლებას, ადამიანთა თანასწორობას მხოლოდ კანონის წინაშე და არა ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ სფეროში. ლიბერალიზმი იცავს ბსოლუტურ კაპიტალიზმს და ბაზრის ბატონობას საზოგადოებაზე, მაშ როცა სოციალ დემოკრატები იღწვიან საზოგადოების ბატონობისთვის ბაზარზე და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოსთვის, სადაც საზოგადოებრივი სიკეთეები თანაბრად ნაწილდება საზოგადოებაში. ლიბერალიზმი არ სცნობს ეკონომიკის რეგულირებას, სოციალ-დემოკრატია მოწოდებულია დაიცვას საზოგადოება მონოპოლიური ფინანსური ჯგუფების დიქტატისგან. სოციალ დემოკრატები, ლიბერალებისგან განსხვავებით აღიარებენ არა მხოლოდ ინდივიდების თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას დისკრიმინაციისგან, თავისუფლებას საწარმოთა მეპატრონეებისგან ან პოლიტიკური მმართაველბისგან.

რა არის სოციალ-დემოკრატია?

სოციალ-დემოკრატია თანამედროვე პოლიტიკურ სპექტრში მოიაზრება, როგორც მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის მიმართულება, რომლის მიზანია კაპიტალისტური ეკონომიკის სოციალიზაცია და ჰუმანიზაცია, საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის მინიმალიზაცია. თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის  დამკვიდრება, სახელმწიფოს მხრიდან საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვანი რეგულირება და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. თანამედროვე სოციალ-დემოკრატები შერეულ ეკონომიკას ემხრობიან.

No comments:

Post a Comment