Thursday, May 5, 2011

საპირველმაისო მიმართვა საზოგადოებისადმი

 

“სოციალ- დემოკრატებმა” 1 მაისი, მშროლემთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და რუსთაველის გამზირზე შოთა რუსთაველი ძეგლთან აქცია გამართეს, სადაც საზოგადოებისადმი საპირველმაისო მიმართვა გაავრცელეს.

“1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე აღნიშნავენ: იაპონიასა თუ შვედეთში, ინდოეთსა თუ გერმანიაში, მალაიზიასა თუ დიდ ბრიტანეთში.


სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა ხელისუფლებებმა, რომლებმაც საკუთარი ლეგიტიმაცია ყოველივე მანამდე არსებულის ტოტალურ უარყოფაზე დაამყარეს, ეს დღეც საბჭოთა გადმონაშთად ჩათვალეს და ადგილი ისტორიის სანაგვეზე მიუჩინეს. არადა ეს ტრადიცია გაცილებით ადრე, მეცხრამეტე საუკუნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იშვა.

დიახ, ამ დღეს უპირველეს ყოვლისა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნებისმიერი სიმბოლო რაიმეზე მიუთითებს და პირველი მაისის, როგორც მშრომელთა დღის უარყოფა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელ ხელისუფალთათვის შრომა არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ ფასეულობას, მშრომელი ადამიანი მათთვის არა საზოგადოების უმთავრესი საფუძველი, არამედ, მხოლოდ ის საწარმოო ძალაა, რომელმაც მათი ძალაუფლების შენარჩუნება, კვლავგანგრძობა და `ძლიერთა ამა სოფლისა’ განცხრომით ცხოვრება უნდა უზრუნველყოს.

ამ დღეს ჩვენი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ორი პრობლემა უკავშირდება:

პირველი ეს არის მშრომელი ადამიანების – გლეხებისა და მასწავლებლების, მეცნიერებისა და მუშების, ექიმებისა და ჟურნალისტების სამუშაო პირობების დამამცირებელი შეუსაბამობა იმასთან, რისკენაც თითქოს ვისწრაფვით და რისი უზრუნველყოფაც ხელისუფლებას მრავალი საერთაშორისო ვალდებულებით აქვს ნაკისრი. ეს არის შრომის პირობების დაახლოვება საერთაშორისო სტანდარტებთან – რის გარეშეც შეუძლებელია ღირსეული ადამიანური ცხოვრება, სიცოცხლე, რომელსაც თავად მივიჩნევდით პატივისცემის ღირსად, განვითარებისა და თვითრეალიზაციის სივრცედ.

მეორე და კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისათვის საერთოდ არ არსებობს შრომის შესაძლებლობა და პირობები. უმუშევრობა დღეს ჩვენი საზოგადოების უმწვავესი პრობლემაა და მისი გადაჭრისთვის ბრძოლა ყველა ჩვენგანს მართებს.

ეს ბრძოლა ზემოდან ვერ დაიწყება! მშრომელთა, და შრომის უფლებისათვის ბრძოლა ვერ დაიგეგმება და განხორციელდება მოხელეთა კეთილმოწყობილ კაბინეტებში. იგი თითოეული ჩვენგანის საქმეა.

ამიტომ დღეს, ვუერთებით რა ცივილიზებული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტრადიციას, ამ ბრძოლის დასაწყისის სიმბოლურ თარიღად 1 მაისს ვაცხადებთ! 1 მაისი ჩვენს ქვეყანაში უნდა იქცეს მშრომელთა საერთო დღედ, სოლიდარობის, უფლებებისათვის ბრძოლის და პასუხიმგებლობების გაცნობიერების დღედ.

ხოლო ხელისუფლების მოვალეობად მივიჩნევთ რომ ოფიციალურად ცნოს ეს დღე ამით პირველი ნაბიჯი გადადგას მშრომელი ადამიანის საზოგადოების უმთავრეს საყრდენად და შრომის უფლების უზენაეს პრინციპად აღიარებისაკენ!”

“სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის”

“ინტერნეტი ყველასთვის”

 განცხადება 2011 წლის 22 მარტის პრესკონფერენციაზე

_ გზა მორჩილი და გაუნათლებელი საზოგადოებიდან განათლებული და აქტიური მოქალაქეების საზოგადოებისაკენ

დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოწყვეტილია განათლებისა და ინფორმაციის გაცვლის უმთავრეს საშუალებას.

თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტმა უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. საზოგადობრივი, კულტურული თუ ცხოვრების ნებისმიერი სხვა სფეროს ნორმალური ფუნქციონირება, ინტერნეტის გარეშე დღეს წარმოუდგენელია. შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციის და ცოდნის გავრცელების სფეროში ინტერნეტი უკვე მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორია. დღეს ინტერნეტის როლი ფაქტობრივად იგივეა, როგორც წერა კითხვა XIX და XX საუკუნეებში.



განვითარებულ ქვეყნებში ინტერნეტის მომხმარებელი თითქმის მთელი მოსხლეობაა. სკანდინავიის ქვეყნებში 95%, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში 80% მდე და ა.შ. ფინეთში მთელი მოსახლეობისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კანონის ძალით უზრუნველყოფაზეც კი საუბრობენ.


საქართველოში სამწუხაროდ ინტერნეტის ინტენსიური მომხმარებელი დაახლოებით 17-18 % ია (IRI ს გამოკვლევა 2010წ) ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალ-ეკონომუკური სიტუაციის პირობებში გამორიცხულია, რომ ეს ჩამორჩენა დაძლეულ იქნას თავად მოსახლეობის მიერ (ინტერნეტს ვერ ჩაანაცვლებენ ვერც უცხოეთიდან ჩამოყვანილი ინგლისურის მასწავლებლები).


ჩვენი აზრით ამოცანის მაშტაბურობიდან და უაღრესი აქტუალობიდან გამომდინარე ინტერნეტის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას სახელმწიფო ძალისხმევით!


ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული მოკრძალებული ნაბიჯები პრაქტიკულად არაფრის მომცემია.


სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის თითოეულ დასახლებულ პუნქტში უფასო ინტერნეტ კლუბების გახსნა და მოსახლეობისათვის ინტერნეტით სარგებლობის წესების სწავლება. ეს კლუბები რეალურად უნდა იქცნენ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აქტივობის ცენტრებად.


შესაძლოა ამგვარ პროექტი მნიშვნელობით გაუტოლდეს ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივას. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს არა მარტო მეცნიერებისა და განათლების დონის პროგრესს, არამედ საზოგადოების საჭირო და მრავაფეროვანი ინფორმაციით უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ გაზრდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობას, მისცემს საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ თემებზე. „ინტერნეტი ყველასთვის“ დღეს შესაძლოა საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობის პოლიტიკური გააქტიურებისა და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის.

ხარჯები, რომლებიც ამ საქმეს შეიძლება დასჭირდეს სრულიად უმნიშვნელოა ამოცანის მაშტაბურობასთან შედარებით.


მნიშვნელოვანი გარღვევა ამ მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მწირი ბიუჯეტისთვისაც კი სრულიად მისაღები თანხებით (წინასწარი შეფასებით ეს შეიძლება იყოს 20 მლ. ლარი).


ჩვენ მივმართავთ საზოგადოებას, მთავრობას, ჩვენს უცხოელ მეგობრებს _ ევროკავშირს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს _ აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს განვითარებისათვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელებას.

Sunday, February 6, 2011

“ალტერნატივა საქართველოს განვითარებისთვის”

16 თეზისი პოლიტიკის ახალი სტრატეგიისა და ტაქტიკის შესახებ

1. მთავარი, რაც ახასიათებს მიმდინარე მომენტს საქართველოში:
საქართველოში ჩამოყალიბდა კონსოლიდირებული რეჟიმი, რომლის შეცვლა აქამდე აპრობირებული მეთოდებით შეუძლებელია. იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ახალი სტრატეგია ცვლილებებისთვის, აუცილებელია მკაფიოდ გაცნობიერება დღევანდელი ვითარებისა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივისა.
საჭიროა დელეგიტიმაცია მითისა, რომ არსებულ მდგომარეობასა და გ

ანვითარების დასახულ გზას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენი სურვილისდამიუხედავად მას უნდა შევეგუოთ. 
2. სოციალური სტრუქტურა.
ჩამოყალიბდა საზოგადოების სოციალური სტრუქტურა:
ერთი მხრივ გაბატონებული კლასი _ გაბატონებული ოლიგარქიული ჯგუფი, მასთან კლიენტელისტური წესით დაკავშირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად (მაღალი ბიუროკრატია, პრაქტიკულად, მასთან სრულად შეზრდილი მსხვილი ბიზნესი). ეს კლასი არ შეადგენს საქართველოს მოსახლეობის 10%- აც კი. დღეს ქონებისა და შემოსავლების უდიდესი და სულ უფრო მზარდი წილი ოლიგარქებისაა.
მეორე მხრივ – დაქვემდებარებული კლასი, დანარჩენი მოსახლეობა, რომლის უდიდესი უმრავლესობა პრაქტიკულად მოკლებულია განვითარებისა და თვით რეალიზაციის შესაძლებლობას.
3. გაბატონებული კლასი.
გაბატონებული კლასი ყველა საშუალებით იცავს არსებულ მდგომარეობას. ის სულ უფრო და უფრო აძლიერებს და გააძლიერებს ინსტიტუტებს, რომელნიც უზრუნველყოფენ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას.
შედეგად მივიღეთ:
- საკუთრებისა და კაპიტალის კიდევ უფრო მეტი კონცენტრაცია ოლიგარქიული ჯგუფის შიგნით
- საზოგადოებრივ და კოლექტიური საკუთრების, კაპიტალისა და საზოგადოებრივი სიკეთეების განუხრელი შემცირება, და ზოგადად, საკუთრების პრივატიზება ვიწრო ჯგუფების მიერ (ბუნება, წყალი, ისტორიული მემკვიდრეობა, განათლება, ჯანდაცვა…)
- მმართველობის კიდევ უფრო მეტი ცენტრალიზება და კონცენტრირება
- საზოგადოებაზე კონტროლის მექანიზმების განმტკიცება: სასამართლო, ძალოვანები, მაკონტროლებლები, მედია.
4. მარგინალიზაციის პერსპექტივა.
პერსპექტივაში ამგვარი პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის მდგომარეობას შეუქმნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, აქცევს მათ მარგინალებად, მოუსპობს შესაძლებლობას იცხოვრონ სრულფასოვანი მოდერნული ცხოვრებით.
ფიზიკური არსებობის პირობების პრობლემის გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი (რაც ბევრისთვის დღესაც მძიმე პრობლემაა, საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა აღმოჩნდება უუნარო მონაწილეობა მიიღოს თანამედროვე, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებაში.
ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს ქვეყნის განვითარების მთავარი ძალის, მთავარი რესურსის (ხალხის პოტენციალის) შესუსტებას, ან სრულ განადგურებას. სხვა სიტყვებით _ ქვეყნის განვითარების პერსპექტივის მოსპობას.
5. ბრძოლა გაბატონებულ კლასთან.
გაბატონებული კლასი არ და ვერ დათმობს ბატონობას და ძალაუფლებას. დისკუსიას ამ თემაზე აზრი არა აქვს. საჭიროა მისთვის ამ ძალაუფლების წართმევა და მთელი საზოგადოებისთვის _ ხალხისთვის გადაცემა.
ჩვენ წინ გვიდგას სისტემური ცვლილებების ამოცანა. საჭიროა არა ერთი სისტემის შიგნით მმართველობის შეცვლა (ახალი გაბატონებული უმცირესობის შექმნა), არა პერსონალური, არამედ სისტემური ცვლილება _ ძალაუფლება უნდა ჩამოერთვას გაბატონებულ ჯგუფს და სამუდამოდ გადაეცეს ერთადერთ სუვერენს, რომელიც აღარასდროს დაკარგავს ძალაუფლებას- ეს სუვერენია ხალხი!
6. ახალი გზების ძიება.
გაბატონებული კლასისთვის ხალხის მიერ ძალაუფლების წართმევა არსებულ ვითარებაში და სისტემაში შეუძლებელია როგორც არჩევნების, ასევე რევოლუციის მეშვეობით. დღეს ამგვარი გზების პროპაგანდა არის შედეგი შეუგნებელი შეცდომის ან შეგნებული სიცრუისა, რაც სინამდვილეში ხელს შეუწყობს (და უწყობს კიდეც) სისტემისა და გაბატონებული კლასის წინააღმდეგ ბრძოლის შესუსტებას და საბოლოო ჯამში არსებული რეჟიმის კიდევ უფრო განმტკიცებას.
7. ძალა ხალხშია.
გაბატონებული კლასის ძალაუფლება, არსებული რეჟიმი დამარცხდება და სისტემა შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხის უმრავლესობა სრული ძალითა და ენერგით იბრძოლებს ამ ცვლილებისთვის.
ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანებს, ერთი მხრივ, ესმით არსებული მდგომარეობის სრული უპერსპექტივობა და დამღუპველობა, ხოლო მეორე მხრივ აქვთ იმედი, რომ მათი ბრძოლა შედეგს გამოიღებს.
პირველ ყოვლისა ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ ალტერნატივა არსებობს და ამ ალტერნატივის დამკვიდრება მათი საქმეა და არა ვინმე სხვისი.
დაქვემდებარებულმა კლასმა უნდა დაიწყოს პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური მოქმედება!
8. უარვყოთ დამკვიდრებული წესრიგი.
ჩვენ, როგორც უარვყავით 20 წლის წინ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა, ნომენკლატურული კლასის ბატონობა, ასევე უნდა უარვყოთ დღეს დამკვიდრებული ნეოლიბერალურ წესრიგად წოდებული სისტემა და გაბატონებული ოლიგარქიული ჯგუფის ძალაუფლება.
ამ ბრძოლაში ჩვენი იარაღია ნამდვილი დემოკრატია, რომელშიც რეალურად გადაწყვეტილებებს იღებენ თავისუფალი და თანასწორი ადამიანები, თვითმართვას ახორციელებს ხალხი საკუთარი პასუხისმგებლობითა და მუდმივი კონტროლით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
9. კარგი საზოგადოება.
თუ ჩვენ უარვყოფთ როგორც საბჭოთა, ისე დღევანდელ სისტემას, მაშ, როგორი საზოგადოება და სისტემა მიგვაჩნია “კარგად”?
რომელია “კარგი საზოგადოება” რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით? არსებობს თუ არა შესაბამისი მოდელი და ნიმუში?
მომავალი თავისთავად არ არსებობს. მომავალს ქმნიან თავად ადამიანები.
არ არსებობს არც მოდელები საზოგადოებრივი წესრიგისა, რომელთა კოპირებაც შესაძლებელია, მაგრამ თუ მაინც, მინიშნება გვსურს, ეს არის ევროპული სოციალური და დემოკრატიული სისტემა, განსაკუთრებით ის ფორმები, რომლებიც დამკვიდრებულია ჩრდილოეთ ევროპაშ _ ფინეთში, შვეციაში, დანიაში, ნორვეგიაში.…
`კარგი საზოგადოება~ _ ეს არის საზოგადოება თანასწორი და თავისუფალი ადამიანებისა, სადაც შემოსავლები და სიმდიდრე მნიშვნელოვნად თანასწორად არის გადანაწილებული, სოლიდარობა და კოლექტიური პასუხისმგებლობა ინდივიდუალურთან თანაარსებობს და სახელმწიფო ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით ახდენს საბაზრო ეკონომიკის რეგულირებას. განსხვავებები არ უნდა ემუქრებოდეს საზოგადოების ერთიანობასა და ეფექტიან განვითარებას.
10. დავამარცხოთ უმუშევრობა, უსაქმურობა, უვიცობა, სიღატაკე, ავადმყოფობა.
მთავარი ორიენტირი ეკონომიკური პოლიტიკისა უნდა გახდეს: ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ყველასათვის. მხოლოდ ეს ნიშნავს რეალურ განვითარებას და არა არითმეტიკული, მარტივი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ამოცანაა საფუძვლების მომზადება მოდერნული განვითარებისთვის.
ამისთვის ჩვენ უნდა დავამარცხოთ უმუშევრობა, უსაქმურობა, უვიცობა, სიღატაკე, ავადმყოფობა.
11. სახალხო თანამშრომლობის ჯგუფები.
იმისთვის, რომ დაიწყოს პოლიტიკური ბრძოლა რადიკალური ცვლილებებისთვის პირველ რიგში საჭიროა ხალხის, და უპირველეს ყოვლისა, დაქვემდებარებულთა კლასის შესაბამისი თვითცნობიერების ჩამოყალიბება.
ეს უნდა განხორციელდეს არა ვინმეს მიერ ხალხის განათლების, სწავლების გზით, არამედ თავად ხალხში, ყველგან და ყველას მონაწილეობით ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე დიალოგსა და დისკუსიებში. აზრების ურთიერთგაზიარება, თანამშრომლობა საკითხების გარკვევასა და, სადაც შესაძლებელია, გადაწყვეტაში _ აი, ალტერნატივა მანიპულაციური პროპაგანდისა.
ამ საქმეში ჩვენ ვერ გამოვიყენებთ მასმედიას, რომელსაც თითქმის სრულად აკონტროლებს გაბატონებული კლასი.
მთავარი საყრდენი ჩვენი მოძრაობისა უნდა იყოს ნებაყოფლობითი სახალხო თანამშრომლობის ჯგუფები.
ჩვენ უნდა შევქმნათ `სახალხო თანამშრომლობის ჯგუფები~, რომლებიც აიღებენ ინიციატივას, ხელს შეუწყობენ აზრთა გაზიარებას დიალოგური ფორმის მეშვეობით და თანამშრომლობის დაწყებას ადგილებზე ტერიტორიული, პროფესიული, მეგობრული, სამეზობლო, სათემო თუ სხვა პრინციპებით.
ამ საქმიანობის ძირითადი მეთოდები უნდა იყოს:
- უშუალო საუბარი და თანამშრომლობა, დიალოგი ადამიანებს შორის
- ინტერნეტი, სოციალური ქსელები
- საცნობარო ფურცლები და დოკუმენტები
12. ვინ არის მამოძრავებელი ძალა ცვლილებისა?
ტრადიციულ ინდუსტრიულ საზოგადოებაში XIX და XX სს-ში სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მუშათა კლასი. მას ხშირად მხარს უმაგრებდა გლეხობა, წვრილი ბურჟუაზია, ინტელექტუალური შრომით დაკავებული ჯგუფები.
დღევანდელ ვითარებაში, კერძოდ საქართველოში, მთავარი მამოძრავებელი ძალაა სტუდენტობა, ახალგაზრდობა, ეს არიან ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან თავად შექმნან მომავალი, იბრძოლონ და იმოქმედონ იმგვარი საზოგადოებისთვის, სადაც იქნება სამუშაო, თანასწორობა, პერსპექტივა საკუთარი თავისა და ქვეყნის განვითარებისა.
ამ მოძრაობაში აქტიურად უნდა ჩაერთოს გლეხობა, რეალური და პოტენციური საშუალო კლასი, დღეს თითქმის დეგრადირებული, ფუნქციადაკარგული და უფლებააყრილი ინტელიგენცია, აგრეთვე წვრილი და საშუალო ბიზნესი _ ნაციონალური ბურჟუაზია.
13. სოლიდარობა ჩვენი ერთობისა და პატრიოტიზმის საფუძველი უნდა გახდეს.
პატრიოტიზმი ვერ დაეფუძნება მხოლოდ ლინგვისტურ და ეთნიკურ ერთგვაროვან იდენტობას, ან აბსტრაქტულ სამშობლოს ცნებას. სამშობლო ეს არის ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ბედი. ე.ი. ამ ერთობის წევრთა ბედი ერთმანეთთან დაკავშირებულია. სამშობლო _ ეს უპირველესად არიან ადამიანები, რომლებიც სოლიდარულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები.
14. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
საგარეო პოლიტიკაში და კონფლიქტებთან მიმართებაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.
მეტიც, ვიდრე სისტემის რადიკალური ცვლილება არ განხორციელდება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რეალურ საფუძველს მოკლებულია და უნდა მოიხსნას პოლიტიკის დღის წესრიგიდან. დღეს იგი გამოიყენება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის.
ინტეგრაცია, შემდგომში, ჩვენ თანამოძმე აფხაზებთან და ოსებთან უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანად და სოლიდარულად.
15. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ პლანეტაზე დედამიწაზე.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იზოლაციონიზმი დღეს შეუძლებელია. ომი ხალხებს შორის არის შედეგი გაბატონებული ჯგუფების გავლენებისთვის ბრძოლისა. ომი უნდა იქცეს ისტორიად! ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ომის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ძალას და აქტიურად ვიბრძოლოთ ომის გამჩაღებელი ჯგუფების წინააღმდეგ.
ჩვენ უნდა დავიწყოთ ინტენსიური თანამშრომლობა ყველა იმ ძალებთან უცხოეთში და საერთაშორისო მასშტაბით, ვინც იბრძვის თანასწორობისა და ჰუმანიზმის პრინციპების დამკვიდრებისთვის მთელ მსოფლიოში.
16. შეცვლა შეგუების ნაცვლად
განვლილი 2 ათწლეულის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკა იყო არსებულ ვითარებასთან, სისტემასთან შეგუება. თუ ნამდვილად გვინდა განვკარგოთ ჩვენი ბედი და მომავალი უნდა გადავწყვიტოთ მისი- სისტემის, (ვითარების) შეცვლა!
განზრახვა ამბიციურია, მაგრამ ღირსი განხორციელებისა. სწორედ ძნელი საქმეა ის საქმე, რომლის გასაკეთებლადაც ღირს რომ იღვაწო, დახარჯო ენერგია და ძალა, გაიღო ყველაფერი!
შეიძლება ბევრმა გვითხრას, რომ ეს გრძელი გზაა. მაგრამ ეს გზა არც გრძელია და არც მოკლე _ ეს ერთადერთი გზაა!
თუ ჩვენ ამ გზას დავადგებით მხოლოდ მაშინ მივალთ მიზანთან! მოძრაობისას გზა დამოკლდება და მიზანი ბევრად უფრო მალე იქნება მიღწეული, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია!
ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ!


Wednesday, January 5, 2011

„ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა: პრობლემები და პერსპექტივები“

მოხსენება კონფერენციიდან:

სოციალური უზრუნველყოფა საქართველოში
სოციალური უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში უკვე ორი ათეული წელია რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ითვლება. წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიხედვიტ ეს პრობლემა მუდამ შედიოდა საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხთა სამეულში. საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე საქართველომ ვერ მიაღწია არათუ საბჭოურ ნიშნულებზე მაღალ მაჩვენებლებს, არამედ დღემდე ვერ მიაღწია სოციალური უზრონველყოფის საბჭოურ დონესაც კი. დღეს მოსახლეობის სოციალური დონე უფრო დაბალია ვიდრე  საბჭოთა პერიოდში, შესაბამისად არც არის გასაკვირი, რომ საქართველოს საზოგადოებაში ხელისუფლებების მიმართ არსებულ პრეტენზიათა შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს სოციალური მოთხოვნები. უდაოა, რომ დღეს ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე 90-იანი წლების პერიოდში, როცა სახელმწიფო ვერ ახერხებდა ხელფასების, პენსიებისა და შემწეობების გაცემას. დავალიანება იწელებოდა თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში, ხოლო თავად პენსიები და დახმარებები მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას იღებდნენ. დღეს სახელმწიფო ახერხებს მისი ვალდებულებების დროულ შესრულებას, თუმცა თავად ვალდებულებები, ისევე როგორც მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ეფექტურობა კვლავ ინარჩუნებს სიმბოლურ, არაეფექტურ და ხშირ შემთხვევაში დამამცირებელ ფორმებს.
საარსებო მინიმუმი და ხელფასი
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მცხოვრები საშუალო მომხმარებლის მინიმუმი 2010 წლის ნოემბრის მონაცემებით შეადგენს 132.4 ლარს. 2009 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საშუალო მომხმარებლეს თითქმის 22 ლარით მეტი თანხა სჭირდება. სამსულიან ოჯახს, ასევე ნოემბრის მონაცემებით საარსებო მინიმუმად განსაზღვრული აქვს 238.4 ლარი, რაც იმავე პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელზე თითქმის 40 ლარით მეტია.
საარსებო მინიმუმის ღირებულება  საქართველოში რუსეთის ფედერაციის მხოლოდ 43.3 პროცენტია. საშუალო პენსიით რუსეთში იფარება საარსებო მინიმუმის 165 პროცენტი, საქართველოში კი – მხოლოდ 67 პროცენტი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი განსაზღვრულია 572.7 ლარით, ეს მაჩვენებელი არ გამოხატავს რეალობას, რადგან ქვეყანაში დასაქმბულია(დაქირავებული შრომა) მოსახლეობის დაახლოებით 17%. მოსახლეობის 60% სოფლის მეურნეობის სექტრშია დასაქმებული და თვითდასაქმებულად ითვლება, თუმცა მათი შემოსავლების განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. სოფლად დასაქმებულთა დიდი ნაწილი გადის პენსიონერთა და უმწეოთა რანგში. თუ გავიტვალისწინებთ, რომ საქართველოში პენსია მერყეობს 55-დან 80 ლარამდე(სპეცპენსიების გარდა) შეიძლება მარტივად დავასკვნათ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის(მხოლოდ პენსიონერთა რიცხვი 838.5 ათასია) ხელფასით, შემწეობითა ან პენსიით დამოუკიდებელი არსებობა შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოში რთულია საშუალო ხელფასის დადგენა დაქირავებულთა შორისაც რადგან სახეზეა უდიდესი სხვაობა ჩვეულებრივი მოქალაქის შემოსავალსა და ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნის შემოსავალს შორის. საუბარი აღარ არის მინისტრისა და პენსიონერის შემოსავლების შედარებაზე. მაგალითად ფინანსთა მინისტრის თვიური ხელფასი შეადგენს 8838.5 ლარს, რაც უდრის 110 პენსიონერის გაერთიანებულ თვიურ პენსიას.

საპენსიო სისტემა

საქართველოში რეალურად მოქმედებს მხოლოდ სახელმწიფო საპენსიო სისტემა. რამდენიმე წელია, რაც გამოჩნდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას საფუძველი დაუდონ კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას, მაგრამ ეს ინიციატივა ჯერჯერობით ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ჯერჯერობით პენსიებს განსაზღვრავს და გასცემს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2010 წლისთვის საქართველოში მინიმალურ სახელმწიფ პენსი განსაზღვრულია 55 ლარით,
საპენსი ასაკი საფუძვლი დანიშნულ სახელმწიფ პენსი კი  80 ლარით.
 შეზღუდულ შესაძლებლობი მქო პირების სახელმწიფ პენსი 70- 80 ლარი.

2010 წლი სახელმწიფ ბიუჯეტი შესახე საქართველო კანონი თანახმად, 2010 წელ სახელმწიფ პენსიებზე გამოყოფილია 853 მილიონ ლარი (ბიუჯეტი 12,6%). თანხის  ერთი სეხედვით სოლიდურობის მიუხედავად აშკარაა, რომ პენსია ახლოც ვერ მიდის საარსებო მინიმუმთან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საპენსიო სისტემა რეალურად ვერ ასრულებს თავის დანიშნულებს _ ვერ უზრუნველყოფს პენსიონერთა ფიზიკურ გადარჩენასაც კი.
2003 წელთან შედარებით 2010 წლისთვის საშუალო პენსიის სიდიდე გაზრდილია 6.1-ჯერ. ბოლო ექვსი წლის მანძილზე შინამეურნეობებში საპენსიო შემოსავლების ზრდა 2.2-ჯერ აღემატებოდა დანარჩენი შემოსავლების ზრდას.  შედეგად,  საშუალო პენსიის თანაფარდობა საარსებო მინიმუმთან გაიზარდა 1/5–დან 2/3–მდე. შედეგიც თვალშისაცემია: თუ 2003 წელს ერთი თვის საშუალო პენსიით შესაძლებელი იყო 2.7 კგ საქონლის ხორცისა ან 14 კგ პურის შეძენა, 2010 წელს უკვე 11 კგ ხორცის ან თითქმის 60 კგ პურის შეძენა შეიძლება. საშუალოდ, 2010 წელს 2003 წელთან შედარებით პენსიის 6.1–ჯერადი ზრდის პირობებში საშუალო პენსიის მსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ 3.0–ჯერ გაიზარდა.
   ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის მიუხედავად, პენსია ჯერაც საგრძნობლად ჩამორჩება საარსებო მინიმუმმაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი უკვე 4.5-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმზე ნაკლები სიდიდის პენსია კი ფაქტობრივად მხოლოდ სოციალური დახმარების ფუნქციის მატარებელია. ამჟამინდელი პენსია პენსიონერთა ოფიციალური საარსებო მინიმუმის დონეზე არსებობისთვისაც კი "საკმარისია" თვეში მხოლოდ ოცი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ყოველი თვის ერთი დეკადის მანძილზე პენსიონერთა მოხმარება, ფიზიკური არსებობა მთლიანად მათსავე "მარიფათსა" და ახლობლების დახმარებაზეა დამოკიდებული.
ბოლო წლებში სურსათზე  ფასების ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებდა ფასების საერთო ზრდას - თუ 2010 წლის ნოემბერში 2003 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციამ შეადგინა 70.8 პროცენტი, სურსათზე ფასებმა იმავე პერიოდში მოიმატა 220.4 პროცენტით, ანუ 1.7-ჯერ და მეტად. ამავე დროს, კვებაზე, სურსათზე უფრო მეტი ეხარჯება მათ, ვინც უფრო დაბალშემოსავლიანია, ანუ პენსიონერებს.იმავე პერიოდში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა თითქმის 4-ჯერ, ხოლო ელექტროენერგიისა - 1.6-ჯერ. შესაბამისად, 2010 წლის ოქტომბრის პენსიის მსყიდველობითი უნარიანობა 2003 წლის დეკემბრის ფასებით მხოლოდ 40–42 ლარის ეკვივალენტურია. ამჟამინდელი პენსია პროცენტებში საშუალო ნეტო ხელფასთან (საშუალო დარიცხულ ხელფასს გამოკლებული საშემოსავლო გადასახადი) 1990 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება (1990 . - 36.7%; 2009 . - 19.0%).ამჟამინდელი საშუალო პენსია თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ორი ათეული წლის წინანდელი მინიმალური პენსიის დაახლოებით 45 პროცენტის ეკვივალენტურია.
საქართველოს მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი თასმა და ყველაზე დაბალი საშუალო პენსია აქვს.
თუ საქართველოში იგი 48 აშშ დოლარია, სომხეთში - დაახლოებით 65 დოლარი, აზერბაიჯანში - 125 დოლარი, ხოლო რუსეთის ფედერაციაში - 240 აშშ დოლარი. ამასთან, საშუალო ხელფასთან საშუალო პენსიის თანაფარდობითაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს: საქართველო - 15.2%, სომხეთი - 20.1%, აზერბაიჯანი - 33.2%,  რუსეთის ფედერაცია - 36.6%.
ამ სტატისტიკის გადახედვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოში მოქმედი საპენსიო სისტემა ჩაითვალოს არაეფექტურად, უსუსურად და შეურაცხმყოფელად. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაეროს ანგარიშების თანახმად საქართველოს მოსახლეობა ითვლება დაბერებულად, ასევე, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა ოპტიმისტური გათვლებითაც კი ძლივს უტოლდება პენსიონერთა რაოდენობას, სეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებული საპენსიო სისტემა არა მარტო უსუსური და არაეფექტურია, არამედ გაუმართლებელია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. საქართველო უბრალოდ ვერ შეძლება ამგავრ სისტემაში პენსიების გაცემას.
აბსოლიტურად გაურკვეველია თუ რა პრინციპით მოხდება პენსიის განსაზღვრა საპენსიო ასაკს მიღწეული და დღესდასაქმებული ადამიანებისთვის. სოციალური გადასახადი დღეს არ არსებობს და გაერთიანებულია საშემოსავლო გადასახადთან, შესაბამისად გაურკვეველია რა პეინციპით გამოითვლება დღესდასაქმებულთა ხვალინდელი პენსია და ნამსახურეობა. ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობა სოციალური გადასახადის არსებობის შემთხვევაშიც კი ვერ მოახერხებს იმ ოდენობის თანხის აკუმულირებას ბიუჯეტში, რომელიც საკმარისი იქნება თუნდაც დღევანდელი სიმბოლური ოდენობის პენსებისთვის, რადგან უახლოეს მომავალში პენსიონერთა ხვედრითი წილი საზოგადოებაში გააგრძელებს ზრდას.
რეკომენდაციები
სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის ძირეული შეცვლა. სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ლიბერტარიანულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და გახდეს სოციალურად ორიენტირებული. აშკარაა, რომ დღევანდელი პრიორიტეტების(თავდაცვა, უშიშროება) ფონზე ბიუჯეტი ვერ შეძლებს უზრუნველყოს ღირსეული სოციალური პროგრამების დაფინანსება, შესაბამისად საჭიროა პრორიტეტების რეალური გადამისამართება სოციალურ საკითხებზე. უნდა შემუშავდეს ახალი დაბალანსებული შრომის კოდექსი, შემოღებულ იქნას პროგრესული გადასახადი, მკვეთრად შემცირდეს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ხელფასები და პრემიები, გაიზარდოს სახელმწიფოს კონტროლი ეკონომიკაზე, განსაკუტრებით კი სოფლის მეურნეობაზე, შემოღებულ იქნეს შერეული საკუთრების ფორმები და ამის შემდეგ დაიწყოს რეფორმები სოცუზრუნველყოფის სისტემაში.
სოცუზრუნველყოფის სისტემის რეფორმის ძირეული ცვლილება უნდა დაიწყოს მშობიარობამდელი მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდებში მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმით. სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს უფასო წინასამშობიარო სამედიცინო მომსახურებამშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, უფასო მშობიარობა და 6 თვიანი სოციალური დახმარება, კანონმა უნდა დაავალდებულოს დამქირავებელი  უზრუნველყოს მშობიარე 6 თვიანი დეკრეტით. სამედიცინო მომსახურება ბავშვებისთვის დაბადებიდან 6 წლამდე უნდა იყოს უფასო ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. 16 წლამდე კი უფასო  სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში.
ახალმა შრომის კოდექსმა უნდა დაარეგულირს კერძო საპენსიო სისტემის მუშაობის საფუძვლები, დამქირავებლის ვალდებულებები დაქირავებულის მიმართ მისი პენსიაზე გასვლის პირობების დადგენის ჩათვლით. დაქირავებულთა უფლებების ზრდა უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების სტაბილურ შენარჩუნებას და მათი პენსიით უზრუნველყოფის გარანტიებს.
სახელმწიფო საპენსიო სისტემის ახალი მოდელი დაეყრდნობა შრომის კოდექსს. მინიმალური პენსია უნდა განისაზღვროს რეალური საარსებო მინიმუმის საფუძველზე, კანონით უნდა აიკრძალოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები პენსიის დანიშვნა. უნდა გაუქმდეს სპეციალური პენსიები ყოფილი სახემლწიფო მოხელეებისთვის. პენსიების მომსახურების უფლება უნდა მიეცეს ყველა მოქმედ საბანკო სისტემას, მათვე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შესთავაზონ ალტერნატიული და კონკურენტუნარიანი კერძო საპენსიო მომსახურება დასაქმებულ და თვითდასაქმებულ მოსახლეობას.
საპენსიო სისტემა უნდა დაიყოს რამდენიმე საფეხურად:
1 საფეხური _ გარანტირებული პენსია
გარანტირებული პენსია განისაზღვრება საარსებო მინიმუმით +ნამსახურეობა (1 წელი ნამსახურეობა= საარსებო მინიმუმის 5%)
2. დაგროვებითი პენსია _ ხელფასის 5% გადაირიცხება სახელმწიფო საპენსიო ფონდში, რომელიც კაპიტალის რეინვესტირებით დაიწყებს პენსიის გადახდას მოქალაქისთვის საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე.
3. ნებაყოფილებითი პენსია _ მოქალაქე ირჩევს სახელმწიფო ან კერძო საპენსიო ფონდს და მისთვის ხელსაყრელი პირობებით აფიორმებს ხელშეკრულებას.
სოციალური შემწეობები
 უნდა დაიყოს პრიორიტეტებად
1 პრიორიტეტი _ მრავალშვილიანი ოჯახები
2 პრიორიტეტი _ ინვალიდები
3 პრიორიტეტი _ უმწეოები
4 პრიორიტეტი _ მოსწავლეები და სტუდენტები
მინიმალური ხელფასი
უნდა განისაზღვროს სამმაგი საარსებო მინიმუმის ოდენობით
ათმაგი საარსებო მინიმუმის და მეტი ოდენობის ხელფასი უნდა დაიბეგროს პროგრესული სოციალური გადასახადით
პენსიის სახე
კაცი
ქალი
სულ
ასაკით პენსიონერი
205,785
454,179
659,964
შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირები
77,345
62,587
139,932
მარჩენა დაკარგულ ოჯახი წევრი
5,315
30,184
35,499
პოლიტ.რეპრესირებულები
1,589
1,509
3,098
სულ
290,034
548,459
838,493