Thursday, June 17, 2010

თავისუფლება თანასწორობაა

თავისუფლება თანასწორობაა

“სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის”.

ნამდვილი ევროპული პარტია!

ბევრის პირველივე რეაქცია ადვილი მისახვედრია _ მორიგი პარტია და მორიგი ჯგუფი, რომელიც ეცდება ამომრჩევლების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას! ბუნებრივი რეაქციაა საზოგადოებისგან, რომელიც 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების შექმნას, მოღვაწეობასა და დაშლას, მათ ერთფეროვნებასა და უიდეოლოგიო მოღვაწეობას, მოქმედებას მხოლოდ ცალკეული ლიდერების ან ლიდერთა ჯგუფის ინტერესების და ამბიციების შესაბამისად და არ გამოხატავდა საზოგადოების ამა თუ იმ ფენის რეალურ ინტერესებს.

ჩვენი ორგანიზაციის საყრდენი სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიაა

Pეს არის პლატფორმა, რომლითაც წარმატებით ხელმძღვანელობს მსოფლიოს ათეულობით წამყვანი სახელმწიფო, მათ შორის Aშვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, ავსტრია, ბრაზილია, იაპონია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, და ეპანეთი. Aამ ქვეყნებში არსებული პარტიები არ შექმნილა კონკრეტული არჩევნებისთვის, ან კონკრეტული ლიდერების ხელისუფლებაში მოსასვლელად, მათ ათწლეულების ისტორია აქვთ. ხდება პარტიათა ლიდერების მუდმივი როტაცია, მაგრამ ფუნდამენტი მუდმივად სოციალ-დემოკრატიაა.


რას გთავაზობთ

მსოფლიოში დასასრულს უახლოვდება გაბატონებული (მათ შორის საქართველოში) ნეოლიბერალური იდეოლოგიის პერიოდი, დგება დიდი ცვლილებების დრო, რომელიც გულისხმობს კაპიტალისტური წყობის აქტიურ რეგულირებასა და სოციალიზაციას. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი საქართველოში, რომელსაც წლების განმავლობაში მართავს ფუნდამენტალური ლიბერალიზმის მიმდევარი ხელისუფლება და შედეგებიც სახეზეა. სოციალ-დემოკრატია არის ერთადერთი იდეოლოგია, რომელსაც შეუძლია ვითარების შეცვლა.

დღევანდელი მმართველი იდეოლოგია აცხადებს, რომ გთავაზობთ თანაბარ შანსებს ცხოვრებისთვის,
ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ თანაბარ შანსებს, არამედ თანაბარ შესაძლებლობებს ამ შანსების გამოყენებისთვის.

ყველას აქვს შანსი მიიღოს განათლება, მაგრამ ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა.

ქართველი სოციალ-დემოკრატები მოწოდებული ვართ აქტიური ქმედებებით შევამზადოთ ქვეყანა მომავალი ცვლილებებისთვის, ჩვენ არ ვჩქარობთ, და ამიტომაც ვაკეთებთ ორიენტაციას ახალგაზრდობაზე, იმ მომავალ თაობაზე, რომელიც არ ჩქარობს ყველანაირი გზით, მათ შორის რევოლუციით შეცვალოს არსებული მმართველი ძალა, და ცვლილების შემდეგ დაიწყოს ფიქრი იმაზე თუ მერე რა გაკეთდეს. ამ ტრადიციით ცხოვრობდა საქართველო 20 წლის განმავლობაში, ამ ტრადიციით ემხობოდა რეჟიმები და საქართველო კვლავ რჩებოდა გაურკვევლობაში. ჩვენ ვიცით, როგორი იქნება მომავალი საქართველო და ჩვენ შეგვწევს ძალა საქართველოს მთელ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ მათი დღევანდელი საზრუნავი, ინტერესები და მიზნები სწორედ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიაშია ასახული


რა ღირებულებებს ეფუძნება სოციალ-დემოკრატია

ჩვენი პრიორიტეტები ცალსახაა და საერთოა მსოფლიო სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიისთვის:

თანასწორობა, რომელიც გულისხმობს თანასწორობას არა მარტო კანონის წინაშე, არამედ სოციალურ თანასწორობას, თანასწორობას განათლებაში, სამედიცინო მომსახურებაში და განვითარებაში.

თავისუფლება, არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ თავისუფლება დისკრიმინაციისგან, თავისუფლებას საწარმოთა მეპატრონეებისგან ან პოლიტიკური მმართველობებისგან.

განვითარება, როგორც არა კონკრეტული ჯგუფების პრივილეგია, არამედ როგორც საყოველთაო განვითარება

სოლიდარობა, რომლის გარეშე შეუძლებელია გათანასწორება, თავისუფლება და განვითარება



რა გვაკავშირებს პირველი რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატებთან

ზოგს სოციალ-დემოკრატიის ხსენებაზე ავტომატურად ახსენდება საქართველო პირველი რესპუბლიკის დროინდელი პარტია, რომელმაც ვერ მოახერხა წინ აღდგომოდა ბოლშევიკთა ინტერვენციასა და ქვეყნის ოკუპაციას. მაგრამ მიუხედავად იმ კონკრეტული პარტიის მარცხისა, მსოფლო სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას არსებობა არ დაუსრულებია. პირიქით, ნეოლიბერალური იდეოლოგიის კრიზისი სულ უფრო პოპულარულს ხდის სოციალ-დემოკრატიული იდეებს მსოფლიოში.

No comments:

Post a Comment