Thursday, June 3, 2010

სოციალური და ლიბერტარიანული დემოკრატიები

ლიბერალიზმი დღეისათვის ყველაზე გავრცელებული დოქტრინაა. 

ლიბერალური დემოკრატიის უამრავი სახესხვაობა არსებობს, მათი ზოგადი და საერთო ნიშანთვისებაა:

ყველასათვის თანასწორი და უნივერსალური ადამიანური და მოქალაქეობრივი უფლებები.
კანონის უზენაესობა.
პოლიტიკური ძალაუფლება ემორჩილება კონსტიტუციას.
უმრავლესობის მმართველობა.

საყოველთაო თავისუფლების იდეა გულისხმობს:

პერსონალურ თავისუფლებას _ ადამიანური ღირსების გარანტია.
პოლიტიკური თავისუფლება _ მონაწილეობის უფლება.

ლიბერალიზმი სათავეს იღებს განმანათლებლობის ეპოქიდან. იგი უკავშირდება ჯონ ლოკის (1623-1704) სახელს.

ლიბერალიზმი არის საყოველთაო თანასწორობა, თავისუფლება და ადამიანის უფლებები. ამის გარანტი კი არიან: თავისუფალი ბაზარი და კერძო მესაკუთრეობა, ხოლო კონსტიტუციური სახელმწიფო კი ამ ორის დაცვის გარანტიაა.

კლასიკური ლიბერალიზმი, კერძოდ ადამ სმიტი (1723-1790) თვლის, რომ კერძო მესაკუთრეობა და თავისუფალი ბაზარი თავისთავად არიან თავისუფლების გარანტები, ამავე დროს ისინი უზრუნველყოფენ საზოგადოებისათვის მაქსიმალურ სიკეთეს მინიმალური დანახარჯებით.

ლიბერალიზმის წინაშე მდგარი ორი უმთავრესი პრობლემაა:

სადამდე ვრცელდება თანასწორობის პრინციპი?
რა პირობებია საჭირო რათა ყველა თანასწორად თავისუფალი იყოს?
ამ კითხვებიდან გამომდინარე, თანამედროვე ლიბელარალური დემოკრატია იყოფა ლიბერტარიანულ და სოციალურ დემოკრატიად.
ლიბერტარიანიზმს შემდეგი ელემენტები ახასიათებს:

ფორმალური კანონის უზენაესობა და დემოკრატია.
დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა არათანაბარია (აქვს უფლება, მაგრამ არ აქვს საშუალება)
ინდივიდუალური სოციალური უფლებები სახელმწიფოსაგან დაცული არაა.
არასაკმარისი მაკროეკონომიკური რეგულირება.
ბაზარი ითვლება თავისუფლების უზრუნველყოფის თანასწორ საშუალებად (პოლიტიკური თავისუფლების დამცავ ინსტიტუტებთან ერთად).
წარმოების საშუალებების მესაკუთრეობა აბსოლიტიზებულია.
მიმართულია თავისუფლების ნეგატიურ გაგებაზე.
უარყოფს ეკონომიკურ და სოციალურ დემოკრატიზაციას.

სოციალ-დემოკრატია:


თავისუფლების ნეგატიურ გაგებაზე მაღლა მის უნივერსალურ გაგებას აყენებს, რომელიც მოიცავს როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ თავისუფლებებს.
უარყოფს თავისუფლებისა და საკუთრების გაიგივებას და აღიარებს თავისუფლების უნივერსალურ კონცეფციას, რომელიც თავისუფლებას თანასწორობის ტოლსწორად აღიქვამს.
სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა მოქმედების სოციო-ეკონომიკურ სფეროში დაქვემდებარებულობას და დამოკიდებულობას აჩენს (რაც ზღუდავს სოციალურ თავისუფლებას).
ერთი ადამიანი იჩაგრება მეორის მიერ არაჰუმანური სამუშაო პირობების და განათლების ხელმიუწვდომლობის გამო.
სოციო-ეკონომიკური უთანასწორობა ზღუდავს მოქალაქის პოლიტიკურ ავტონომიასაც.

  ლიბერალური არაკოორდინებადი საბაზრო ეკონომიკა:

 (დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, ირლანდია)

კაპიტალის ბაზრის მეშვეობით კორპორაციული ფინანსირება უაღრესად გაზდრილია, რაც ზრდის მესაკუთრეთა მოკლევადიან მოგებაზე ორიენტირებულობას და გაბანკროტებით სჯის სუსტ მენეჯმენტს.
მესაკუთრეები მხოლოდ იმით არიან დაინტერესებულნი, რომ დივიდენტის ღირებულება რაც შეიძლება მაღალი იყოს.
ფირმები მხოლოდ ცალმხრივად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. არც ბანკები და არც სხვა ცალკეული ფირმის ხელმძღვანელები არ არიან სხვა კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრები.
ინდუსტრიული ურთიერთობები მოკლევადიანი დასაქმებით (დაქირავებით) ხასიათდება.
ხელფასები კომპანიების დონეზე განისაზღვრება.
მუშახელის მოქნილ ბაზარს საგანმანათლებლო სისტემაც ხელს უფწობს, რაც ზოგად კვალიფიკაციას უზრუნველყოფს: იგი არაა სპეციალიზებული რომელიმე კონკრეტულ სამუშაო ადგილზე, არამედ მისი სრულყოფა დამატებით ტრეინინგებს საჭიროებს.
წარმოების მოდელის მიზანი მასიური წარმოებაა. იგი დაბალ კვალიფიკაციასა და დაბალ ხელფასებზეა დაფუძნებული.
სისტემას საბაზრო ცვლილებებზე სწრაფი, მკვეთრი და მოქნილი რეაგირება შეუძლია.
წარმოების მოდელი რადიკალურ ინოვაციებს ეყრდნობა (წარმოების დარგები, ახალი ტექნოლოგიები).
მოდერნიზაციის პროცესის სოციალური შედეგების შემაფერხებელი კომპენსაციური მექანიზმები სრულიად განუვითარებელია.


  კოორდინებადი საბაზრო ეკონომიკა 

(გერმანია, იაპონია, შვეიცარია, ჰოლანდია, ბელგია, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ფინეთი, ავსტრია)


ეკონომიკური ურთიერთობები ძირითადად არასაბაზრო ორგანიზაციული სტრუქტურებითა და კომპანიებს შორის კოოპერაციისა და ინტეგრაციის მრავალგვარი ფორმებით რეგულირდება;
ფინანსირება საბანკო სესხებით მიიღწევა, შესაბამისად, შესაძლებელია გრძელვადიანი ინვესტიციები.
მენეჯმენტი ფასდება და კონტროლდება არა იმდენად ბიზნესის მეშვეობით, რამდენადაც ბანკების, საწარმოების, დასაქმებულების და მთავრობის აქტორთა ქსელით;
ცალკეული სოციალური სექტორების ინტერესები უფრო წონიანია, ვიდრე მესაკუთრეების (სთეიქჰოლდერთა მოდელი);
ხელფასები ცენტრალურ დონეზე კოორდინირებული ფორმით რეგულირდება (შეთანხმებით). ინდივიდუალური კომპანიები არ იზღუდებიან.
გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობა მაღალია;
საგანმანათლებლო სისტემა კომპანიაზე სპეციალიზებულ კვალიფიკაციას ინდუსტრიული დონის კვალიფიკაციასთან აკავშირებს, რასაც ხელს უწყობს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა დამცავი ასოციაციები;
არსებული წარმოების დარგებისა და პროცესების მოდიფიკაცია ძირითადად თანდათანობითი და ნაწილობრივი ხასიათისაა;
სტაბილურობა სოციალურ თანასწორობასთანაა დაკავშირებული;
სისტემა ახალ პრობლემურ სიტუაციებთან სრულად ადაპტირდება;
მონაწილეები კოოპერაციისათვის თამაშის წესებს განსაზღვრავენ.

No comments:

Post a Comment