Tuesday, June 8, 2010

არჩევნები, როგორც დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი _ როგორც ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი, საქართველოში არ მუშაობს.

`სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის~
                          
                                                                          მიმდინარე პოლიტიკის შესახებ


                                   მიმართვა ქართველ ხალხს

30 მაისს ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, ხალხმა ძირეულად  უნდა გადავიაზროთ ჩვენი შეხედულებები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
არჩევნები, როგორც დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი _ როგორც ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი, საქართველოში არ მუშაობს.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხელისუფლები
შეცვლა არჩევნების მეშვეობით საქართველოში ჯერ არ მომხდარა. თუ ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუ არ შეიცვალა პოლიტიკური მოქმედების შინაარსი, სტილი, ფორმები და წესები, არც უახლოეს მომავალში გახდება ის ხელისუფლების შეცვლის ინსტიტუტი.
ჩვენ არ მოგიწოდებთ აჯანყებისკენ. საქართველოს ბოლო წლების გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ძალადობრივი ფორმით ხელისუფლების ცვლილება არ უზრუნველყოფს ქვეყანაში იმ ცვლილებების განხორციელებას, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით.
შექმნილ ვითარებაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება (რაც თავისთავად მნიშვნელოვანია), ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურანტთა გადაჯგუფება (რაც მნიშვნელობას სრულიად მოკლებულია), ერთი და იგივე შინაარსის `მწვავე~ თუ `ნაკლებად მწვავე~ კრიტიკა ტელეეკრანებიდან, ან სხვა მსგავსი კარგად ნაცნობი მეთოდები ვერ დაგვეხმარება არსებული რეალობის შეცვლაში.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ფოკუსი უნდა გადავიდეს ხელისუფლების ცვლილებიდან ცხოვრების ცვლილებაზე, პიარ-ტექნოლოგიებიდან იდეურ შინაარსზე, პერსონალიებიდან საქმეზე. პოლიტიკური ცხოვრება ინტენსიური უნდა იყოს არა მხოლოდ პერიოდულად არჩევნებისას, საარჩევნო ყუთებთან და ტელესივრცეში, არამედ ყოველდღიურად, იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, გვაქვს ურთიერთობები. პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ხელისუფლებისათვის ბრძოლა, პოლიტიკა უნდა იყოს მოქმედება, პოლიტიკა უნდა გახდეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.
პოლიტიკა .. `პროფესიონალი პოლიტიკოსების საქმიდან უნდა იქცეს საზოგადოებრივ, სახალხო საქმედ. პოლიტიკის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხები უნდა უკავშირდებოდეს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის, თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესებს. სწორედ ამგვარი მოქმედება უნდა გახდეს პოლიტიკის ძირითადი შინაარსი. ადამიანებმა უნდა იბრძოლონ და იმოქმედონ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის და არა ცალკეული პერსონების წინააღმდეგ ან მხარდასაჭერად.
დღეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობისთვის მთავარი პრობლემაა ღირსეული შრომა, სრული და ნაწილობრივი უმუშევრობა, უკიდურესად მწირი ანაზღაურება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უქმნის ფიზიკური არსებობის საფრთხეს და განაგდებს მას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, უკარგავს ყოველგვარ ინტერესს საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოქმედებისა. გულგრილობა მანიპულირებისთვის საუკეთესო ნიადაგია.
ღირსეული ცხოვრება თანამედროვე ეპოქაში შეუძლებელია ღირსეული და ეფექტური შრომის გარეშე. მხოლოდ ასეთი შრომა აძლევს ადამიანს საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობას, უმკვიდრებს მას ადგილს საზოგადოებაში, აქცევს მას თანასწორ მოქალაქედ. მხოლოდ ასეთი თანასწორი მოქალაქეების სოლიდარობას და ერთობლივ ძალისხმევას შეიძლება ეფუძნებოდეს ჭეშმარიტი პატრიოტიზმი და მისწრაფება საკუთარი ქვეყნის განვითარებისკენ.
ჩვენ _ “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვისმოგიწოდებთ უარი ვთქვათ იმ პოლიტიკაში მონაწილეობაზე, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს.
 მოქმედებით შექმენით თქვენი პოლიტიკა და იბრძოლეთ თქვენი ინტერესებისთვის, სიცოცხლისა და შრომის უფლებისთვის. გაერთიანდით თქვენი ინტერესების დასაცავად! აიღეთ რაც გეკუთვნით!
შევცვალოთ პოლიტიკური ბრძოლისა და მოქმედების სტილი და მხოლოდ ასე შევცვლით ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენ ცხოვრებას.

No comments:

Post a Comment