Wednesday, April 21, 2010

მხოლოდ პიროვნებბების ცვლილება ქვეყანას არ უშველის. საჭიროა სისტემაც შევცვალოთ

საქართველოში პოლიტიკური სისტემის შეცვლა აუცილებელია, მაგრამ ამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ. დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის 20 წლიანი პოლიტიკურმა პროცესმა ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოში არსებული პოლიკიტური სისტემა საჭიროებს რადილკალურ და მრავალმხრივ ცვლილებებს. მაგრამ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ჩამოყალიებული პოლიტიკური რეჟიმი სრულიად შეუძლებელს ხდის რამე პროგრესული ცვლილების განხორციელებას ამ მიმართულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემის თაობაზე უნდა წარიმართოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია ყველა დაინტერესებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების, მთელი ქართველი ხალხის მონაწილეობით. ეს ცვლილება უნდა განხორციელდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე. ვიდრე არ მოხდება სააკაშვილის რეჟიმის დემონტაძი ასეთი ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია.

No comments:

Post a Comment