Wednesday, April 14, 2010

განცხადება მოძრაობის დაფუძნების შესახებ 27.02.2010

27 თებერვალს ოფიციალურად ფუძნდება პოლიტიკური მოძრაობა სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის. ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა დაამტკიცებს მოძრაობის პროგრამულ პრინციპებს და წესდებას, აირჩევს ხელმძღვანელ ორგანიებს და დასახავს ორგანიზაციის მომავალ გეგმებს.
მოძრაობის დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენს მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა წარდგენა საზოგადოების წინაშე მოხდა 2009 წლის 3 ნოემბრის პრეზენტაციაზე.
საქართველოს პოსტსაბჭოურმა პერიოდმა და გამოცდილებამ ცხადად გვაჩვენა, რომ საზოგადოების განვითარების სოციალური განზომილების სრული უგულვებელყოფის პრაქტიკამ კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა ქვეყნის კულტურულ-პოლიტიკური მდგომარეობა. დღის წესრიგში დგას ქვეყნის მომავალი განვითარების საფუძვლების გადარჩენის პრობლემა. მ ამოცანების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების კოლექტიური ძალისხმევის, კოოპერირების, თანამშრომლობისა და სოლიდარობის პრინციპების საფუძველზე. ამიტომაც“სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” არის სრულიად ახალი, ევროპული ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არ არის შექმნილი რომელიმე ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის გარშემო, არამედ ეფუძნება კონკრეტულ იდეოლოგიას. შესაბამისად, ქართველი სოციალ დემოკრატების მიზანია არა მარტო კონკრეტულ არჩევნებში გამარჯვება, არამედ სოციალ დემოკრატიული იდეოლოგიის გამზიარებელი მოქალაქეების კოორდინირებული მოქმედებაით მათი ინტერესების გატარება. ამ მიზნის მიღწევისთვის, ერთ ერთ იმნიშვნელოვანეს გზად სოციალ დემოკრატები ხელისუფლებაში მოსვლას მიიჩნევენ.
შოციალ დემოკრატიული იდეების დამკვიდრების და საზოგადოებისგან გაზიარების გარეშე წარმოუდგენელია კრიტიკული ვითარების დაძლევა და ქვეყნის განვითარება თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ.
                                                                                             

No comments:

Post a Comment