Thursday, May 6, 2010

განცხადება "ილიას უნივერსტეტის" სკანდალთან დაკავშირებით

„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ვეხმაურებით ბოლო დროს „ილიას უნივერსიტეტის“ გარშემო ატეხილ სკანდალს, რომელმაც მდარე და პროვოკაციული ხასიათის წიგნის პრეზენტაციიდან დაწყებული და შემდგომი დაპირისპირებებით დასრულებული, ახალი მღელვარება გამოიწვია დედაქალაქში.
სოციალ-დემოკრატები ვგმობთ საზოგადოებაში არსებული მარგანალური უკიდურესობების დაპირისპირებაში  ჯანსაღი ახალგაზრდობის ჩათრევის მცდელობას ორივე მხრიდან და მივიჩნევთ რომ ამგვარი მეთოდებით ახალგაზრდობის ბინძური მანიპულირება საფრთხეს უქმნის საზოგადოების განვითარებას.
მარგინალების მხრიდან ახალგაზრდობის ანგაჟირების მცდელობა, მიზნად ისახავს საზოგადოების და განსაკუთრებით სტუდენტობის ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფასა და ამავდროულად ყურადღების გადატანას ქვეყნის წინაშე არსებული ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემებისგან.
სოციალ-დემოკრატები მივიჩნევთ, რომ მიუღებელია ამა თუ იმ ჯგუფის მხრიდან განსხვავებული აზრის მქონეთა დადანაშაულება ფაშიზმსა და რევანშიზმში, მითუმეტეს, როცა იგივე ჯგუფები წლების განმავლობაში აშკარა მხარდაჭერას გამოთქვამენ უარესი და უფრო სახიფათო რევანშიზმის გამტარებელი ისეთი პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, როგორებიც არიან  ბუში, მაკ კეინი ან სარა პეილინი. ამ ძალების მხარდაჭერით შეიქმნა და დღემდე არსებობს საქართველოში რეაქციული და დესტრუქციული მმართველი რეჟიმი. სწორედ დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს საქართველოში რევანშისტილ და ექსტრემისტულ განწყობებს.
„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მოვუწოდებთ საქართველოს ახალგაზრდობას, არ აყვეს ხელოვნურად პროვოცირებულ, ბინძურ და სახიფათო თემებს და არ ჩაერთოს მათ გაღვივებაში არცერთი მხრიდან.

No comments:

Post a Comment