Friday, May 21, 2010

„დემოკრატია გადარჩევაა და არა არჩევა“

  პრესრელიზი
 
  „დემოკრატია გადარჩევაა და არა არჩევა“

30 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები და მათში მონაწილეობა, ხელისუფლებისადმი კრიტიკუალდ განწყობილ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში არ იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს და არის დიდი ალბათობა, რომ საზოგადოების ეს სეგმენტი საერთოდ არ გამოჩნდეს საარჩევნო ყუთებთან.
არცევნებისადმი მოსახლეობის პესიმისტური განწყობა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა:

1. ამომრჩეველი თვლის, რომ მის ხმას არ ექნება მნიშვნელობა არჩევნების საბოლოო შედეგებისთვის
2. ამომრჩეველი იმედგაცრუებული ან დაბნეულია და არ იცის რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი
3. ამომრჩეველს არ აქვს გარანტია, რომ არასახელისუფლო ძალები გამარჯვების შემთხვევაში მოახერხებენ გააუმჯობესონ საზოგადოების მდგომარეობა


დემოკრატია არის არა არჩევა, რადგან არ ვიცით, როგორ მოიქცევა არჩეული, არამედ გადარჩევა, რადგან მკაფიოდ გამოიხატება ნება _ ასეთი ხელისუფლება აღარ მინდა.
„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მოუწოდებს საზოგადოებას გავიდეს არჩევნებზე არა ასარჩევად, არამედ არსებული მმართველი ძალის გადასარჩევად.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ არასახელისუფლებო ძალას დაუჭერთ მხარს, მთავარია, რომ თქვენი პოზიციით უნდობლობას გამოხატავთ იმ მმართველობისადმი, რომელიც არ მოგწონთ!
მოძრაობა „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ შეახსენებს საქართველოს მოსახლეობას, რომ მუნიციპალური არჩევნების დროს აირჩევა არა მარტო დედაქალაქის მერი, არამედ საკრებულოებიც. თუ ხელისუფლებით უკმაყოფილო საზოგადოება იმოქმედებს ფორმულით „დემოკრატია გადარჩევაა და არა არჩევა“, მაშინ ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ უმრავლესობა საკრებულოებში.


„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“
  21.05.10

No comments:

Post a Comment