Thursday, May 13, 2010

პრესრელიზი
                                                                                                              13.05.2010

საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი მოქმედება, უფრო სწორად კი უმოქმედობა, მისი უპრეცენდენტოდ გრძელვადიანი ვოიაჟები უცხოეთში მოითხოვს შესაბამის რეაქციას და შეფასებას.
სააკაშვილის 2 თვიანი არყოფნა საქართველოში მიანიშნებს იმაზე, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი რეალურად არ არსებობს, მას დაკარგული აქვს არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო ლეგიტიმაციაც სააკაშვილის საშინაო და საგარეო დელეგიტიმაციის ძირითადი მიზეზი 2008 წლის აგვისტოს ომია. ომი, როგორც პრობლემების გადაწყვეტის საშუალება ცივილიზებული სამყაროსთვის უკვე 65 წელია ისტორიად იქცა, მაშინ როცა დასავლეთზე და ევროკავშირზე ორიენტირებული საქართველოს ხელისუფლება კვლავ ამ მეთოდით ცდილობს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტას და არათუ ვერ აგვარებს ამ პრობლემებს, არამედ ხანგრძლივი დროით შეუძლებელს ხდის მას და იმავდროულად ახდენს საკუთარი თავის მარგინალიზაციასა და დისკრედიტაციას დასავლეთის წინაშე. ამის უამრავი მაგალითი არსებობს:

1.    ხელისუფლების საომარი რიტორიკის მიზანმიმართულობა(პრეზი დენტის,     შს მინისტრის, საპარლამენტო უმრავლესობის საჯარო გამოსვლები და ინტერვიუები, ფარული ჩანაწერები და მათ გარშემო ატეხილი სკანდალები.
2.    სახელისუფლო მედიის მიერ მხარდაჭერილი არასამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც იწვევს მოსახლეობის ზომბირებას, რისი ერთ ერთი მაგალითიცაა „მოდელირებული ქრონიკა“
3.    ახალგაზრდობაში რევანშიზმისა და ქსენოფობიის გაღვივება
4.    მეორე მსოფლიო ომის მიღწევებისა და ფაშიზმის როგორც აბსოლიტური ბოროტების რევიზია, აგრესია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისადმი(ვეტერანთა მონუმენტის აფეთქება)
5.    ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატიზმის წახალისება

ჩვენ, ქართველი სოციალ-დემოკრატები ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ და დესტრუქციულ პოლიტიკას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო მიმართულებით და ვაცხადებთ კამპანიას „ვაქციოთ ომი ისტორიად!“
„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მივმართავთ ქართულ საზოგადოებას და მათ შორის ხელისუფლების სტრუქტურებში დასაქმებულებს _ ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებაში მუშაობს ბევრი კომპეტენტური ადამიანი, რომლებიც მკაფიოდ ხედავენ საქართველოს მდგომარეობის გაუარესებას, როგორც შიგნით სახელმწიფოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე. ასევე აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში არ ჩანს პერსპექტივები არც უცხოეთთან ნორმალური ურთიერთობების აწყობისთვის და არც სოციალ-ეკონომიკური ვითარების გამოსწორებისთვის. უფრო მეტიც, გარდაუვალია ვითარების გაუარესება მანამ, სანამ ქვეყანას მმართავს დელეგიტიმირებული და უუნარო ხელისუფლება. ამ ხელისუფლების პირობებში წარმოუდგენელია ვითარების ნორმალიზება კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, რომელიც დღემდე აღიქვამს საქართველოს ხელისუფლებას აგრესიულ საშიშ ძალად.

სოციალ-დემოკრატები მოვუწოდებთ ხელისუფლების სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს, _ არ აყვნენ და დაგმონ ხელისუფლების მაღალი ეშელონების რევანშისტული და ქვეყნისთვის სახიფათო ინიციატივები, არ შეასრულონ ისეთი მითითებები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და საერთაშორისო იმიჯს, ნუ გახდებიან ბრმა იარაღი მმართველი ჯგუფის რევანშისტულ და დესტრუქციულ ავანტიურებში.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თითოეულ მოქალაქეს _ დაგმონ რევანშიზმი და მისი პროპაგანდა, დაგმონ ომი, როგორც პრობლემების მოგვარების საშუალება, დაგმონ ომის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერი გამოვლინება.

ვაქციოთ ომი ისტორიად! დავგმოთ ის ომები, რომლებიც წარმოებულ იქნა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და სამუდამოდ დავამკვიდროთ აზრი, რომ ომი პრობლემებს კი არ აგვარებს არამედ ამრავლებს და აზარალებს საქართველოს.
„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ვიწყებთ კამპანიას „ვაქციოთ ომი ისტორიად, და მოვუწოდებთ ყველას, ჩაერთოს ამ კამპანიაში. კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მირწეული მიზანი _ სანამ საქართველო საბოლოოდ არ გათავისუფლდება რევანშისტული და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის დამღუპველი აგრესიული პოლიტიკისგან და მისი გამტარებელი ხელისუფლებისგან.


„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“
თბილისი.ჭავჭავაძის.გამზ.19.ბ.29
ტელ: 223635

No comments:

Post a Comment