Wednesday, November 10, 2010

ავტობუსების გაუქმება სტუდენტებს სწავლაში ხელს უშლის

ავტობუსების გაუქმება სტუდენტებს სწავლაში ხელს უშლის
ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები, თსუ-ს სტუდენტები პროტესტს გამოვთქვამთ მერიის გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის შედეგად თბილისში გაუქმდა მრავალი ავტობუსის ხაზი და შემცირდა ავტობუსების რაოდენობა. დედაქალაქში გადაადგილებისათვის და უნივერსტეტში მისასვლელად სტუდენტებს რამდენიმე ავტობუსის გამოცვლა უწევთ, რაც არამარტო დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, არამედ მეტ დროსაც მოითხოვს. ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუდენტები გადატვირთული ავტობუსების გამო აგვიანებენ, ან საერთოდ ვერ ასწრებენ ლექციებზე მისვლას. თბილისის მერიის მიერ ავტობუსების რაოდენობის შემცირების არგუმენტად დასახელებული იყო ვითომდა ხაზების არასაკმარისი დატვირთვა მგზავრებით, ამ მიზეზის აბსურდულობას ადასტურებს თბილისში დღეს შექმნილი კრიზისული ვითარება, რომელმაც დაგვაზარალა არა მარტო სტუდენტები, არამედ საზოგადოების ძირითადი, მცირეშემოსავლიანი ნაწილიც. Aავტობუსების ხაზების შემცირებამ დამატებითი გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვია, რადგანაც სტუდენტს ცვლილების შემდეგ ორი ან მეტი ავტობუსის გამოცვლა უწევს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. მგზავრობის გაორმაგებული გადასახადი ბევრი სტუდენტისთვის სერიოზული პრობლემაა.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ სტუდენტებისთვის სწავლაში ტრანსპორტის შემცირებით ხელის არ შეშლა, არანაკლები პრიორიტეტი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, ვიდრე ყველა ის, ძირითადად არარგუმენტირებული მიზეზი, რომლითაც ვითომდა აიხსნება მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება.
Aახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები მოვუწოდებთ თბილსის ყველა სტუდენტს გააქტიურებისა და მერიის ამ გადაწყვეტილებისთვის კოორდინირებული წინააღმდეგობის გაწევისკენ.
გავერთიანდეთ და აქტიურად დავიწყოთ მოქმედება ჩვენი სწავლისათვის საჭირო პირობების გაუმჯობესებისათვის, რომელთა შორისაც გადაადგილება და იაფი ტრანსპორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
ამავდროულად, ჩვენ _ სტუდენტი ახალგაზრდები მოვუწოდებთ თბილისის მერიის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებისგან დაზარალებულ მოსახლეობას _ ნუ შეეგუება დედაქალაქის მმართველი ჯგუფის თვითნებურ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, ახსოვდეს, რომ ყველა ჩინოვნიკი ხალხის მსახურია და არა პირიქით, ამიტომაც აქტიურად, ღიად და უშიშრად გამოხატოს საკუთარი პროტესტი ამ და ყველა სხვა სახის უსამართლობის მიმართ.
ჩვენ, ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები აქტიურ მოქმედებას ვგეგმავთ.

1 comment:

  1. Tisino Tisino Tisino at T-Mobile Arena - T-Mobile Arena
    T-Mobile Arena provides an titanium wedding rings amazing titanium chain gaming experience for the ford fusion titanium 2019 most popular dewalt titanium drill bit set mobile apps titanium build and sites.

    ReplyDelete