„ახალგაზრდა სოციალ დემოკრატები“ მართავენ დისკუსია-სემინარების ციკლს თემაზე "სოციალური და დემოკრატიული იდეები და პრაქტიკა" რომლის მიზანიცაა: საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეის ახალგაზრდობისათვის გაცნობა; ქვეყნის სამომავლო სოციალ-დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის ანალიზი; არსებული გამოცდილების ადაპტირება ქართულ რეალობასა და თანამედროვე გამოწვევებნთან.
ციკლი შედგება ხუთი შეხვედრისაგან.
1. საზოგადოება და დემოკრატია _ გია ჟორჟოლიანი.
2. ადამიანის უნივესალური უფლებები: მათი ლიბერალური და სოციალ დემოკრატიული მიდგომები _ ბაქარ ბერეკაშვილი, გელა ბანძელაძე.
3. სოციალური ეკონომიკური მოდელები _ სოსო არჩვაძე.
4. ახალგაზრდობა და განვითარება _ გია ჟორჟოლიანი.
5. შაზოგადოება საქართველოში: განვითარების პერსპექტივები- მარინა მუსხელიშვილი
დისკუსიები გაიმართება ყოველ ორშაბათს 18.00.
პირველი შეხვედრა შედგება 15 ნოემბერს.
დასწრება თავისუფალია.
სემინარების მონაწილეებს დაურიგდებათ სერთიფიკატები
ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატებიმის: ჭავჭავაძის გამზ: #19. ბ. 29 IV სართული
ავტობუსების გაუქმება სტუდენტებს სწავლაში ხელს უშლის
ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები, თსუ-ს სტუდენტები პროტესტს გამოვთქვამთ მერიის გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის შედეგად თბილისში გაუქმდა მრავალი ავტობუსის ხაზი და შემცირდა ავტობუსების რაოდენობა. დედაქალაქში გადაადგილებისათვის და უნივერსტეტში მისასვლელად სტუდენტებს რამდენიმე ავტობუსის გამოცვლა უწევთ, რაც არამარტო დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, არამედ მეტ დროსაც მოითხოვს. ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუდენტები გადატვირთული ავტობუსების გამო აგვიანებენ, ან საერთოდ ვერ ასწრებენ ლექციებზე მისვლას. თბილისის მერიის მიერ ავტობუსების რაოდენობის შემცირების არგუმენტად დასახელებული იყო ვითომდა ხაზების არასაკმარისი დატვირთვა მგზავრებით, ამ მიზეზის აბსურდულობას ადასტურებს თბილისში დღეს შექმნილი კრიზისული ვითარება, რომელმაც დაგვაზარალა არა მარტო სტუდენტები, არამედ საზოგადოების ძირითადი, მცირეშემოსავლიანი ნაწილიც. Aავტობუსების ხაზების შემცირებამ დამატებითი გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვია, რადგანაც სტუდენტს ცვლილების შემდეგ ორი ან მეტი ავტობუსის გამოცვლა უწევს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. მგზავრობის გაორმაგებული გადასახადი ბევრი სტუდენტისთვის სერიოზული პრობლემაა.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ სტუდენტებისთვის სწავლაში ტრანსპორტის შემცირებით ხელის არ შეშლა, არანაკლები პრიორიტეტი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, ვიდრე ყველა ის, ძირითადად არარგუმენტირებული მიზეზი, რომლითაც ვითომდა აიხსნება მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება.
Aახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები მოვუწოდებთ თბილსის ყველა სტუდენტს გააქტიურებისა და მერიის ამ გადაწყვეტილებისთვის კოორდინირებული წინააღმდეგობის გაწევისკენ.
გავერთიანდეთ და აქტიურად დავიწყოთ მოქმედება ჩვენი სწავლისათვის საჭირო პირობების გაუმჯობესებისათვის, რომელთა შორისაც გადაადგილება და იაფი ტრანსპორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.
ამავდროულად, ჩვენ _ სტუდენტი ახალგაზრდები მოვუწოდებთ თბილისის მერიის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებისგან დაზარალებულ მოსახლეობას _ ნუ შეეგუება დედაქალაქის მმართველი ჯგუფის თვითნებურ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, ახსოვდეს, რომ ყველა ჩინოვნიკი ხალხის მსახურია და არა პირიქით, ამიტომაც აქტიურად, ღიად და უშიშრად გამოხატოს საკუთარი პროტესტი ამ და ყველა სხვა სახის უსამართლობის მიმართ.
ჩვენ, ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები აქტიურ მოქმედებას ვგეგმავთ.
21–ე საუკუნის ძირითადი გლობალური ტენდენციები კარგად არის ცნობილი: უახლესი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ბაზრების ”გახსნა” და პროდუქტების/სერვისების თავისუფალი მიმოქცევა, ადამიანებსა და ჯგუფებს შორის კომუნიკაციის გაადვილება-გააქტიურება, საზოგადოებების მზარდი ინტერ– და მულტიკულტურულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს როგორც ქვეყნებს შორის კონკურენციის, ისე მათი ერთმანეთზე დამოკიდებულების ხარისხის მუდმივ ზრდას. გლობალიზაცია, როგორც შეუქცევადი პროცესი, ნებისმიერ ქვეყანაში ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს განათლების სისტემებს. ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას ინარჩუნებს შეკითხვა - რა არის განათლება: ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლება თუ გლობალური ბაზრის მხოლოდ ერთ–ერთი სეგმენტი/პროდუქტი?
1999 წლის გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) ანგარიში გამაფრთხილებელ ცნობას ავრცელებს: ”როცა ბაზარი საკმარისზე შორს მიდის სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებზე გავლენის თვალსაზრისით, გლობალიზაციის სარგებელი არათანაბრად და არაადეკვატურად ნაწილდება. ის თავს იყრის ცალკეული ადამიანების, ერებისა და კორპორაციების ხელში და იწვევს დანარჩენთა მარგინალიზებას ...” ამიტომ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ გამოიძებნოს საერთაშორისო ინსტიტუციები და მართვის წესები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ”გლობალიზაციამ ადამიანებისათვის იმუშაოს და არა მხოლოდ მოგებისთვის.”
თანამედროვე გლობალურ ტენდენციებს შორის ზოგიერთი მათგანი დიდ გავლენას ახდენს ზოგადი განათლების სისტემებზე. მათ შორის ხაზგასასმელია შემდეგი:
·უთანასწორობა (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური) როგორც ქვეყნებს შორის, ისე ცალკეული ქვეყნების შიგნით;
·მოსახლეობის მობილობის ზრდის შედეგად წარმოქმნილი ა. საერთაშორისო ელიტები და ბ. სხვადასხვა სახის მარგინალიზებული ჯგუფები (არალეგალური მიგრანტები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, დევნილები, ქუჩის ბავშვები და სხვ.);
·ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად გაადვილებული როგორც სასარგებლო ინფორმაციის მიმოქცევა, ისე ნეგატიური პროპაგანდა;
·ცვლილებები სწავლებისა და სწავლის პარადიგმაში, რაც ასახვას ჰპოვებს სასწავლო პროგრამების, პროცესებისა და რესურსების მუდმივ განახლებაში.
·განათლების სერვისებისა და პროდუქტების პრივატიზება (სახელმძღვანელოები, ტესტირება, პროგრამული უზრუნველყოფა, ტრანსპორტი და სხვ.);
·ჩრდილოვანი განათლების სისტემები (კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტი);
·საგანმანათლებლო სტანდარტების და შესაბამისი ტესტების გაერთგვაროვნება და გათანაბრება საერთაშორისო დონეზე.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში განათლების კომერციალიზება კიდევ უფრო გლობალურ სახეს მიიღებს. რა გავლენა აქვს ამ გლობალურ პროცესებსა და საჭიროებებს განათლების სფეროზე?
პროგრამულ და შინაარსობრივ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში გამოიკვეთა მოსწავლის ძირითადი საორიენტაციო კომპეტენციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშიც არის წარმოჩენილი:
ინფორმაციის მიღების, დახარისხების, დამუშავებისა და გავრცელების კომპეტენციები;
ზნეობრივ–მოქალაქეობრივი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალიზების კომპეტენციები;
ენობრივ-კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და ინტერკულტურული ინტერაქციის კომპეტენციები.
დღეისათვის ცნობილია ხარისხიანი ზოგადი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის რამდენიმე სტრატეგიული მიდგომა. ესენია:
1.მერიტოკრატიის პრინციპზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც კონკურენციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ასეთი მცდელობები ეფექტურად მუშაობს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისათვის, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს დაუცველი ფენების უზრუნველყოფას ხარისხიანი განათლებით.
2.საკომპენსაციო მექანიზმების ამოქმედებაზე დაფუძნებული მიდგომა. ის გულისხმობს სამიზნე ჯგუფების გამოკვეთას და მიზნობრივ დახმარებას ინდივიდების, თემის ან სახელმწიფო დონეზეც კი. მიდგომის ძირითადი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ სამიზნე სუბიექტების დაზუსტება ადვილი არ არის და ხშირად პრობლემის ფესვებს ნაკლებად ეხება.
3.ინტერვენციის პრინციპზე დაფუძნებული მიდგომა. ინტერვენციული პროექტები, როგორიცაა Headstart, Success for All, Reading Recovery Programme და სხვ. ეხმარება ინდივიდუალური შედეგების აღმოფხვრას, მაგრამ ზოგადი სურათის უკეთესობისკენ მკვეთრად შემობრუნებას ნაკლებად ახერხებს.
4.სკოლის განვითარების პრინციპზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც სკოლის ეფექტურობის კვლევების შედეგებს ეყრდნობა. ეს მიდგომა სკოლის განვითარების პოლიტიკის შექმნისა და რეალიზების თვით სკოლის წარმომადგენელთა კომპეტენციაში გადატანას გულისხმობს. შედეგები ცხადყოფს, რომ ეფექტური ლიდერებისა და მასწავლებლების მშობლებთან თანამშრომლობას საკმაოდ დიდი წარმატების მოტანა შეუძლია.
ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაციაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის ბოლოდროინდელ გამოცემებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა მასშტაბური კვლევის ანგარიში (Education at a Glance. OECD Indicators, 2010), რომელიც განათლების სფეროში უკანასკნელი წლების ტენდენციებს წარმოაჩენს. ანგარიში მოიცავს ათეულობით ქვეყნის განათლების სფეროს მახასიათებლებს საკვანძო ინდიკატორების მიხედვით. ზოგადი განათლების სფეროს აღწერას ეთმობა სპეციალური ბლოკი - ”სასწავლო გარემო და სკოლების ორგანიზება”. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და პოლიტიკური კონტექსტის აღწერა კარგად წარმოაჩენს იმ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავს ზოგადი განთლების პოლიტიკას და საჭირო რესურსების მოცულობას სხვადასხვა ქვეყანაში. წარმოდგენილ საკითხებს შორისაა ისეთი საკვანძო თემები, როგორიცაა: სკოლაში სასწავლო საათების რაოდენობა, მოსწავლეთა რაოდენობა კლასში, მასწავლებლის ანაზღაურება, მასწავლებლებისა და მოსწავლეების რაოდენობებს შორის მიმართება, მასწავლებლის სამუშაო საათების რაოდენობა, მშობელთა გავლენა სკოლის მართვაზე და ა. შ.
აღწერილი გლობალური ტენდენციების ფონზე საქართველოს განათლების სისტემაში ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქცეს მსჯელობის საგნად. სასურველია, დისკუსიებში აქტიურად ჩაერთონ არა მარტო სფეროს ექსპერტები და განათლების სისტემის მმართველები, არამედ ფართო საზოგადოება.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: თუ მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ინდივიდუალურ, რაიონულ და ეროვნულ დონეზე, საჭიროა ისეთი პროგრამების ამოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს კულტურულ თავისებურებებს, ოჯახების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
უკვე კარგად არის ცნობილი, რომ გლობალური პოლარიზებისა და უთანასწორობის ფონზე განათლების ხარისხი ვერ გაუმჯობესდება დამატებითი რესურსების მობილიზების გარეშე (განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში). ასევე, ფაქტია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ორიენტირებული სასკოლო სისტემისათვის შიდა პროდუქტის პროცენტული წილის ზრდაზე, თუნდაც ეს სხვა სფეროებზე ფინანსური რესურსების განაწილების პრინციპებისა და ფორმულების გადახედვას მოითხოვდეს.
·skolis administracis ganaTlebis sistma partiuli dakveTis instrumentad aRiqvams da ara zogadi ganaTlebis erovnuli miznebis realizatorad.
·saministro mandaturebis institutis, profesionali kadrebis daTxovnisa da zog SemTxvevaSi maTi devnis gziT nergavs totalur SiSsa da panikas, rac SeiZleba Sefasdes samoqalaqo cnobierebisa da sazogadoebis wnaaRmdeg ganxorcielebul diversiad.
·skolis administracia da pedagogebi SezRudulni arian mediasivreSi sakuTari azris dafiqsirebisgan. skolis SigniT struqturul erTeulebs Soris warmoqmnili yvela xelovnuri barieri maswavleblebisa da administraciis dakabalebas, moswavleTa gazuluqebas da gazarmacebas isaxavs miznad.
·mTeli sistema gadasulia carieli populisturi da arafris momtani lozungebis gamoweraze da PR-aqciebze.
·SeiniSneba fsiqozuri da gauazrebeli ltolva yvela saxis profesiuli standartebis raodenobr zrdaze da nebismier raodenobriv maCveneblebze.
·pedagogebs sZulT da ezizRebaT policiuri reJimis nawilad yofna, ara imitom, rom policia cudia, aramed imitom, rom Tavad sxva profesiis – pedagogikis warmomadgenlebi arian, ara da sistemaSi sul sxva – policiuri moTxovnebia.
minda Sevexo ganaTlebis saministros mier mandaturebis institutis dasanergad warmoebuli ybadaRebul kampanias. aqve aRvniSnav, rom mandaturis institutis msgavsi aSS-Sic aris. Tumca aSS-s skolis dafinanseba 46 milion dolars Seadgens, saqarTveloSi ki – 168 510 dolars (300000 lari) Zlivs aRwevs. es ukanaskneli amerikuli skolebis dafinansebis 1%-ic ki ar aris (0.37 %). skolis mTliani dafinansebis 5% -is mandaturebis xelfasebad gacema swavlebis xarisxis da bavSvis saukeTeso interesebis sruli ignorirebis magaliTi SeiZleba iyos da meti araferi. xolo iq sadac 60 oboli, 80 socialurad daucveli, 24 ltolvili, 42 hiperaqtiuri, 10 inkluziuri, 40 sazRvargareT da 90 martoxela mSobelis (Tbilisis erT-erTi skolis monacemebi) bavSvi swavlobs amgvar danaxarjebs gamarTleba ar aqvs.
amasTan, roca masalisadmi damokidebuleba ganpirobebulia mxolod valdebulebiT da iZulebiT, is ar aris disciplinaruli. gulmodgineba marto gulmodginebisTvis ki aris marto disciplina. aseT rames adgili aqvs, roca mxolod disciplinis Rirebulebas da movaleobis grZnobas eZleva upiratesoba. es ewinaaRmdegeba swavlebis aqtiur meTodebsa da im Teoriebs, romlis gamoyenebac ase mniSvnelovania erovnul saswavlo gegmebSi warmodgenili Sedegebis misaRwevad.
disciplinisa da bavSvTa danaSaulobebis aSS-s skolebis statistika da zogadi mdgomareoba aseTia: ix. danarTi # 1
პოლიტიკური მოძრაობა "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" დამფუძნებელი ყრილობა შედგა 2010 წლის 27 თებერვალს. მოძრაობა წარმოადგენს მემარცხენე ცენტრისტული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალას