Wednesday, January 5, 2011

„ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა: პრობლემები და პერსპექტივები“

მოხსენება კონფერენციიდან:

სოციალური უზრუნველყოფა საქართველოში
სოციალური უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში უკვე ორი ათეული წელია რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ითვლება. წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიხედვიტ ეს პრობლემა მუდამ შედიოდა საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხთა სამეულში. საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე საქართველომ ვერ მიაღწია არათუ საბჭოურ ნიშნულებზე მაღალ მაჩვენებლებს, არამედ დღემდე ვერ მიაღწია სოციალური უზრონველყოფის საბჭოურ დონესაც კი. დღეს მოსახლეობის სოციალური დონე უფრო დაბალია ვიდრე  საბჭოთა პერიოდში, შესაბამისად არც არის გასაკვირი, რომ საქართველოს საზოგადოებაში ხელისუფლებების მიმართ არსებულ პრეტენზიათა შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს სოციალური მოთხოვნები. უდაოა, რომ დღეს ამ მხრივ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე 90-იანი წლების პერიოდში, როცა სახელმწიფო ვერ ახერხებდა ხელფასების, პენსიებისა და შემწეობების გაცემას. დავალიანება იწელებოდა თვეების და ზოგჯერ წლების განმავლობაში, ხოლო თავად პენსიები და დახმარებები მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას იღებდნენ. დღეს სახელმწიფო ახერხებს მისი ვალდებულებების დროულ შესრულებას, თუმცა თავად ვალდებულებები, ისევე როგორც მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ეფექტურობა კვლავ ინარჩუნებს სიმბოლურ, არაეფექტურ და ხშირ შემთხვევაში დამამცირებელ ფორმებს.
საარსებო მინიმუმი და ხელფასი
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში მცხოვრები საშუალო მომხმარებლის მინიმუმი 2010 წლის ნოემბრის მონაცემებით შეადგენს 132.4 ლარს. 2009 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საშუალო მომხმარებლეს თითქმის 22 ლარით მეტი თანხა სჭირდება. სამსულიან ოჯახს, ასევე ნოემბრის მონაცემებით საარსებო მინიმუმად განსაზღვრული აქვს 238.4 ლარი, რაც იმავე პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელზე თითქმის 40 ლარით მეტია.
საარსებო მინიმუმის ღირებულება  საქართველოში რუსეთის ფედერაციის მხოლოდ 43.3 პროცენტია. საშუალო პენსიით რუსეთში იფარება საარსებო მინიმუმის 165 პროცენტი, საქართველოში კი – მხოლოდ 67 პროცენტი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი განსაზღვრულია 572.7 ლარით, ეს მაჩვენებელი არ გამოხატავს რეალობას, რადგან ქვეყანაში დასაქმბულია(დაქირავებული შრომა) მოსახლეობის დაახლოებით 17%. მოსახლეობის 60% სოფლის მეურნეობის სექტრშია დასაქმებული და თვითდასაქმებულად ითვლება, თუმცა მათი შემოსავლების განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. სოფლად დასაქმებულთა დიდი ნაწილი გადის პენსიონერთა და უმწეოთა რანგში. თუ გავიტვალისწინებთ, რომ საქართველოში პენსია მერყეობს 55-დან 80 ლარამდე(სპეცპენსიების გარდა) შეიძლება მარტივად დავასკვნათ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის(მხოლოდ პენსიონერთა რიცხვი 838.5 ათასია) ხელფასით, შემწეობითა ან პენსიით დამოუკიდებელი არსებობა შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოში რთულია საშუალო ხელფასის დადგენა დაქირავებულთა შორისაც რადგან სახეზეა უდიდესი სხვაობა ჩვეულებრივი მოქალაქის შემოსავალსა და ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნის შემოსავალს შორის. საუბარი აღარ არის მინისტრისა და პენსიონერის შემოსავლების შედარებაზე. მაგალითად ფინანსთა მინისტრის თვიური ხელფასი შეადგენს 8838.5 ლარს, რაც უდრის 110 პენსიონერის გაერთიანებულ თვიურ პენსიას.

საპენსიო სისტემა

საქართველოში რეალურად მოქმედებს მხოლოდ სახელმწიფო საპენსიო სისტემა. რამდენიმე წელია, რაც გამოჩნდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას საფუძველი დაუდონ კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას, მაგრამ ეს ინიციატივა ჯერჯერობით ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ჯერჯერობით პენსიებს განსაზღვრავს და გასცემს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2010 წლისთვის საქართველოში მინიმალურ სახელმწიფ პენსი განსაზღვრულია 55 ლარით,
საპენსი ასაკი საფუძვლი დანიშნულ სახელმწიფ პენსი კი  80 ლარით.
 შეზღუდულ შესაძლებლობი მქო პირების სახელმწიფ პენსი 70- 80 ლარი.

2010 წლი სახელმწიფ ბიუჯეტი შესახე საქართველო კანონი თანახმად, 2010 წელ სახელმწიფ პენსიებზე გამოყოფილია 853 მილიონ ლარი (ბიუჯეტი 12,6%). თანხის  ერთი სეხედვით სოლიდურობის მიუხედავად აშკარაა, რომ პენსია ახლოც ვერ მიდის საარსებო მინიმუმთან, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საპენსიო სისტემა რეალურად ვერ ასრულებს თავის დანიშნულებს _ ვერ უზრუნველყოფს პენსიონერთა ფიზიკურ გადარჩენასაც კი.
2003 წელთან შედარებით 2010 წლისთვის საშუალო პენსიის სიდიდე გაზრდილია 6.1-ჯერ. ბოლო ექვსი წლის მანძილზე შინამეურნეობებში საპენსიო შემოსავლების ზრდა 2.2-ჯერ აღემატებოდა დანარჩენი შემოსავლების ზრდას.  შედეგად,  საშუალო პენსიის თანაფარდობა საარსებო მინიმუმთან გაიზარდა 1/5–დან 2/3–მდე. შედეგიც თვალშისაცემია: თუ 2003 წელს ერთი თვის საშუალო პენსიით შესაძლებელი იყო 2.7 კგ საქონლის ხორცისა ან 14 კგ პურის შეძენა, 2010 წელს უკვე 11 კგ ხორცის ან თითქმის 60 კგ პურის შეძენა შეიძლება. საშუალოდ, 2010 წელს 2003 წელთან შედარებით პენსიის 6.1–ჯერადი ზრდის პირობებში საშუალო პენსიის მსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ 3.0–ჯერ გაიზარდა.
   ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის მიუხედავად, პენსია ჯერაც საგრძნობლად ჩამორჩება საარსებო მინიმუმმაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი უკვე 4.5-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმზე ნაკლები სიდიდის პენსია კი ფაქტობრივად მხოლოდ სოციალური დახმარების ფუნქციის მატარებელია. ამჟამინდელი პენსია პენსიონერთა ოფიციალური საარსებო მინიმუმის დონეზე არსებობისთვისაც კი "საკმარისია" თვეში მხოლოდ ოცი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ყოველი თვის ერთი დეკადის მანძილზე პენსიონერთა მოხმარება, ფიზიკური არსებობა მთლიანად მათსავე "მარიფათსა" და ახლობლების დახმარებაზეა დამოკიდებული.
ბოლო წლებში სურსათზე  ფასების ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებდა ფასების საერთო ზრდას - თუ 2010 წლის ნოემბერში 2003 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციამ შეადგინა 70.8 პროცენტი, სურსათზე ფასებმა იმავე პერიოდში მოიმატა 220.4 პროცენტით, ანუ 1.7-ჯერ და მეტად. ამავე დროს, კვებაზე, სურსათზე უფრო მეტი ეხარჯება მათ, ვინც უფრო დაბალშემოსავლიანია, ანუ პენსიონერებს.იმავე პერიოდში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა თითქმის 4-ჯერ, ხოლო ელექტროენერგიისა - 1.6-ჯერ. შესაბამისად, 2010 წლის ოქტომბრის პენსიის მსყიდველობითი უნარიანობა 2003 წლის დეკემბრის ფასებით მხოლოდ 40–42 ლარის ეკვივალენტურია. ამჟამინდელი პენსია პროცენტებში საშუალო ნეტო ხელფასთან (საშუალო დარიცხულ ხელფასს გამოკლებული საშემოსავლო გადასახადი) 1990 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება (1990 . - 36.7%; 2009 . - 19.0%).ამჟამინდელი საშუალო პენსია თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ორი ათეული წლის წინანდელი მინიმალური პენსიის დაახლოებით 45 პროცენტის ეკვივალენტურია.
საქართველოს მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი თასმა და ყველაზე დაბალი საშუალო პენსია აქვს.
თუ საქართველოში იგი 48 აშშ დოლარია, სომხეთში - დაახლოებით 65 დოლარი, აზერბაიჯანში - 125 დოლარი, ხოლო რუსეთის ფედერაციაში - 240 აშშ დოლარი. ამასთან, საშუალო ხელფასთან საშუალო პენსიის თანაფარდობითაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს: საქართველო - 15.2%, სომხეთი - 20.1%, აზერბაიჯანი - 33.2%,  რუსეთის ფედერაცია - 36.6%.
ამ სტატისტიკის გადახედვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოში მოქმედი საპენსიო სისტემა ჩაითვალოს არაეფექტურად, უსუსურად და შეურაცხმყოფელად. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაეროს ანგარიშების თანახმად საქართველოს მოსახლეობა ითვლება დაბერებულად, ასევე, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა ოპტიმისტური გათვლებითაც კი ძლივს უტოლდება პენსიონერთა რაოდენობას, სეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებული საპენსიო სისტემა არა მარტო უსუსური და არაეფექტურია, არამედ გაუმართლებელია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. საქართველო უბრალოდ ვერ შეძლება ამგავრ სისტემაში პენსიების გაცემას.
აბსოლიტურად გაურკვეველია თუ რა პრინციპით მოხდება პენსიის განსაზღვრა საპენსიო ასაკს მიღწეული და დღესდასაქმებული ადამიანებისთვის. სოციალური გადასახადი დღეს არ არსებობს და გაერთიანებულია საშემოსავლო გადასახადთან, შესაბამისად გაურკვეველია რა პეინციპით გამოითვლება დღესდასაქმებულთა ხვალინდელი პენსია და ნამსახურეობა. ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობა სოციალური გადასახადის არსებობის შემთხვევაშიც კი ვერ მოახერხებს იმ ოდენობის თანხის აკუმულირებას ბიუჯეტში, რომელიც საკმარისი იქნება თუნდაც დღევანდელი სიმბოლური ოდენობის პენსებისთვის, რადგან უახლოეს მომავალში პენსიონერთა ხვედრითი წილი საზოგადოებაში გააგრძელებს ზრდას.
რეკომენდაციები
სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭიროა შესაბამისი პოლიტიკის ძირეული შეცვლა. სახელმწიფომ უარი უნდა თქვას ლიბერტარიანულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და გახდეს სოციალურად ორიენტირებული. აშკარაა, რომ დღევანდელი პრიორიტეტების(თავდაცვა, უშიშროება) ფონზე ბიუჯეტი ვერ შეძლებს უზრუნველყოს ღირსეული სოციალური პროგრამების დაფინანსება, შესაბამისად საჭიროა პრორიტეტების რეალური გადამისამართება სოციალურ საკითხებზე. უნდა შემუშავდეს ახალი დაბალანსებული შრომის კოდექსი, შემოღებულ იქნას პროგრესული გადასახადი, მკვეთრად შემცირდეს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ხელფასები და პრემიები, გაიზარდოს სახელმწიფოს კონტროლი ეკონომიკაზე, განსაკუტრებით კი სოფლის მეურნეობაზე, შემოღებულ იქნეს შერეული საკუთრების ფორმები და ამის შემდეგ დაიწყოს რეფორმები სოცუზრუნველყოფის სისტემაში.
სოცუზრუნველყოფის სისტემის რეფორმის ძირეული ცვლილება უნდა დაიწყოს მშობიარობამდელი მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდებში მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმით. სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს უფასო წინასამშობიარო სამედიცინო მომსახურებამშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, უფასო მშობიარობა და 6 თვიანი სოციალური დახმარება, კანონმა უნდა დაავალდებულოს დამქირავებელი  უზრუნველყოს მშობიარე 6 თვიანი დეკრეტით. სამედიცინო მომსახურება ბავშვებისთვის დაბადებიდან 6 წლამდე უნდა იყოს უფასო ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. 16 წლამდე კი უფასო  სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში.
ახალმა შრომის კოდექსმა უნდა დაარეგულირს კერძო საპენსიო სისტემის მუშაობის საფუძვლები, დამქირავებლის ვალდებულებები დაქირავებულის მიმართ მისი პენსიაზე გასვლის პირობების დადგენის ჩათვლით. დაქირავებულთა უფლებების ზრდა უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების სტაბილურ შენარჩუნებას და მათი პენსიით უზრუნველყოფის გარანტიებს.
სახელმწიფო საპენსიო სისტემის ახალი მოდელი დაეყრდნობა შრომის კოდექსს. მინიმალური პენსია უნდა განისაზღვროს რეალური საარსებო მინიმუმის საფუძველზე, კანონით უნდა აიკრძალოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები პენსიის დანიშვნა. უნდა გაუქმდეს სპეციალური პენსიები ყოფილი სახემლწიფო მოხელეებისთვის. პენსიების მომსახურების უფლება უნდა მიეცეს ყველა მოქმედ საბანკო სისტემას, მათვე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შესთავაზონ ალტერნატიული და კონკურენტუნარიანი კერძო საპენსიო მომსახურება დასაქმებულ და თვითდასაქმებულ მოსახლეობას.
საპენსიო სისტემა უნდა დაიყოს რამდენიმე საფეხურად:
1 საფეხური _ გარანტირებული პენსია
გარანტირებული პენსია განისაზღვრება საარსებო მინიმუმით +ნამსახურეობა (1 წელი ნამსახურეობა= საარსებო მინიმუმის 5%)
2. დაგროვებითი პენსია _ ხელფასის 5% გადაირიცხება სახელმწიფო საპენსიო ფონდში, რომელიც კაპიტალის რეინვესტირებით დაიწყებს პენსიის გადახდას მოქალაქისთვის საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე.
3. ნებაყოფილებითი პენსია _ მოქალაქე ირჩევს სახელმწიფო ან კერძო საპენსიო ფონდს და მისთვის ხელსაყრელი პირობებით აფიორმებს ხელშეკრულებას.
სოციალური შემწეობები
 უნდა დაიყოს პრიორიტეტებად
1 პრიორიტეტი _ მრავალშვილიანი ოჯახები
2 პრიორიტეტი _ ინვალიდები
3 პრიორიტეტი _ უმწეოები
4 პრიორიტეტი _ მოსწავლეები და სტუდენტები
მინიმალური ხელფასი
უნდა განისაზღვროს სამმაგი საარსებო მინიმუმის ოდენობით
ათმაგი საარსებო მინიმუმის და მეტი ოდენობის ხელფასი უნდა დაიბეგროს პროგრესული სოციალური გადასახადით
პენსიის სახე
კაცი
ქალი
სულ
ასაკით პენსიონერი
205,785
454,179
659,964
შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირები
77,345
62,587
139,932
მარჩენა დაკარგულ ოჯახი წევრი
5,315
30,184
35,499
პოლიტ.რეპრესირებულები
1,589
1,509
3,098
სულ
290,034
548,459
838,493

No comments:

Post a Comment